“პსჟ” მზადაა, ბუსკეტსის ტრანსფერში 200 მილიონი გადაიხადოს

კატალონიური პრესის მთავარი წარმომადგენლის, Mundo Deportivo-ს ცნობით, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები მზად არიან, საკმაოდ დიდი ფული დააბანდონ “ბარსელონას” მორიგი ვარსკვლავის, სერხიო ბუსკეტსის ტრანსფერში.

როგორც ცნობილი ხდება, ფრანგული კლუბი მზადაა, 29 წლის ესპანელი ფეხბურთელის კონტრაქტი გამოისყიდოს, რისთვისაც ზუსტად 200 მილიონი ევროს გადახდაა საჭირო.

იმ შემთხვევაში, თუ ბუსკეტსის ტრასნფერი ჩაიშლება, “პსჟ” მთელი ძალებით გადაერთვება ნგოლო კანტეს გადაბირების მისიაზე. მიმდინარე სეზონში ბუსკეტსმა ესპანური ლა ლიგის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ორი საგოლე გადაცემა.

ბუსკეტსმა “ბარსელონაში” ჩატარებული მატჩების ოდენობით მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა

ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურში კატალონიის “ბარსელონამ” “ლეგანესის” დამარცხება შეძლო (3:0) და კიდევ უფრო გაზარდა სხვაობა უშუალო მეტოქეებთან. ეს მატჩი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბუსკეტსისთვის, რომელმაც “ბლაუგრანაში” ჩატარებული მატჩების ოდენობით მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა

“ლურჯ-ბროწეულისფერთა” ესპანელ ნახევარმცველს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის მაისურით უკვე 450 მატჩი აქვს ჩატარებული, რითიც მან კარლეს რეშაკს (449) გადაასწრო.

ასე რომ, ახლა ბუსკეტსზე მეტი მატჩი “ბარსელონაში” მხოლოდ ექვს ფეხბურთელს აქვს ჩატარებული: ვიქტორ ვალდესი (535), მიგელი (549), კარლეს პუიოლი (593), ლიონელ მესი (601), ანდრეს ინიესტა (644) და ჩავი (767).

ბუსკეტსმა ვარჯიში დაიწყო

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველმა სერხი ბუსკეტსმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. თუმცა, როგორც ცნობილია, მოთამაშეს თანაგუნდელებთან სრულყოფილად არ უვარჯიშია. 26 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ ვარჯიშის პირველი ნახევარი ჩაატარა.

აქედან გამომდინარე, სერხის მადრიდის „რეალთან“ მოახლოებულ მატჩში მონაწილეობის მიღება კვლავ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. შეგახსენებთ, რომ ელ კლასიკო კვირას, 22 მარტს გაიმართება.

ბუსკეტსი: „პეპეს შემთხვევით დავაბიჯე“

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა სერხი ბუსკეტსმა მადრიდის „რეალთან“ გასული კვირს მატჩში მომხდარი ეპიზოდის შესახებ ისაუბრა.

„პეპეს განზრახ დავაბიჯე? ეს სიცრუეა. არ ვიცი, მივუახლოვდი თუ არა ახლოს, თუმცა არაფერი მომხდარა. თავში არასდროს მომსვლია, რომ ვინმესთვის დამებიჯა“, – განაცხადა ბუსკეტსმა.

ალექსანდრე მატევოსოვი