კლოზე და მარკეტი ბრუნდებიან

“ლაციოს” მოთამაშეები მიროსლავ კლოზე და ფედერიკო მარკეტი ტრავმის მოშუშების შემდეგ საერთო ჯგუფს დაუბრუნდნენ.

ორივე ფეხბურთელი “პარმას” წინააღდმეგ გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ კლოზე არყოფნის პერიოდში “ლაციომ” მხოლოდ ერთი ქულა აიღო, ამიტომ ფორვარდსი დაბრუნებამ გუნდს ახალი იმპულსი უნდა შესძინოს.

რაც შეეხება არწივების სხვა ტრავმირებულ ფეხბურთელებს, ლუის ბილია და კრისტიან ლედესმა ჯერ-ჯერობით კვლავ რჩებიან ლაზარეთში.