ალონსო და რაიკონენი ერთმანეთს პირველივე წრეზე შეეჯახნენ (ვიდეო)

ფორმულა 1-ში ავსტრიის გრანპრის პირველივე წრეზე “მაკლარენისა” და “ფერარის” მრბოლელები — ფერნანდო ალონსო და კიმი რაიკონენი ერთმანეთს შეეჯახნენ. საბედნიეროდ, სპორტსმენებს დაზიანება არ მიუღიათ, მათ დამოუკიდებლად მოახერხეს ბოლიდიდან ამოსვლა.

სატელევიზიო გამეორებისას არ ჩანს, თუ რომელია დამნაშავე ამ ეპიზოდში, თუმცა რბოლის შემდეგ სიტუაცია აუცილებლად გაირჩევა და დამნაშავეს გარკვეული სანქცია დაეკისრება.

ფერნანდო ალონსო: “კიმისთან შეჯახების თავიდან აცილება არ შემეძლო, რადგან ბოლიდს ვერ ვაკონტროლებდი. მოხარული ვარ, რომ ყველანი კარგად ვართ”.

„მერსედესის“ დუბლი მალაიზიაში

ფორმულა 1-ის 2014 წლის სეზონის მეორე გრანპრის მალაიზიამ უმასპინძლა. სეზონის პირველი დიდი პრიზის მსგავსად, ფინიშის ხაზზე პირველი დღესაც „მერსედესის“ პილოტი მივიდა, თუმცა არა ნიკო როსბერგი, არამედ ლუის ჰემილტონი. როსბერგი ამჯერად მეორე იყო, ესე იგი „მერსედესმა“ მალაიზიაში დუბლი გაიფორმა, რაც უკანასკნელი 60 წლის მანძილზე პირველად მოახერხა. ფინიშის ხაზზე მესამე სებასტიან ფეტელი იყო.

დღევანდელი გამარჯვებით კონსტრუქტორთა თასზე „მერსედესმა“ „მაკლარენს“ ლიდერობა ჩამოართვა და 25 ქულით გაუსწრო. მესამე ადგილზე გადმოინაცვლა „ფერარიმ“.

კონსტრუქტორთა თასი:

 1. „მერსედესი”  68 ქულა
 2. „მაკლარენი”  43 ქულა
 3. „ფერარი”  30 ქულა
 4. „უილიამსი”  20 ქულა
 5. „ფორს ინდია”  19 ქულა
 6. „რედ ბული”  15 ქულა
 7. „ტორო როსო”  7 ქულა
 8. „ზაუბერი”  0 ქულა
 9. „ლოტუსი”  0 ქულა
 10. „კატერჰემი”  0 ქულა
 11. „მარუსია”  0 ქულა

 

პირადი ჩათვლა:

1. ნიკო როსბერგი (გერმანია, „მერსედესი”) 43 ქულა
2. ლუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 25 ქულა
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „ფერარი“) 24 ქულა
4. ჯენსონ ბატონი (დიდი ბრიტანეთი, „მაკლარენი”) 23 ქულა
5. კევინ მაგნუსენი (დანია, „მაკლარენი”) 20 ქულა
6. ნიკო ჰიულკენბერგი (გერმანია, „ფორს ინდია”) 18 ქულა
7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, „რედ ბული“) 15 ქულა
8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი”) 14 ქულა
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი”) 6 ქულა
10. ფელიპე მასა (ბრაზილია „უილიამსი“) 6 ქულა
11. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, „ტორო როსო”) 4 ქულა
12. დანიილ კვიატი (რუსეთი, „ტორო როსო”) 3 ქულა
13. სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია”) 1 ქულა

 

ბექა დოგრაშვილი