კასილიამ კეილორ ნავასი დაიცვა: “ის ამას არ იმსახურებს”

მადრიდის “რეალის” მეორე მეკარემ, კიკო კასილიამ მისი თანაგუნდელი, კეილორ ნავასი დაიცვა, რომელიც “ნაპოლისთან” დაშვებული შეცდომების გამო ჟურნალისტებმა კრიტიკის საგნად აქციეს.

“კეილორ ნავასს ნამდვილად არ დაუმსახურებია ის კრიტიკა, რაც მისი მისამართით მოდის. მეკარეები ყოველთვის წინა პლანზე არიან და ყველაფერზე რომ ვიფიქროთ, რასაც ისინი წერენ, ცხოვრებას უბრალოდ ვერ შევძლებთ.

მე ვიცი ჩემი ადგილი და ის, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. მხოლოდ თასის თამაშებში უნდა მიმეღო მონაწილეობა, ასეთმა შანსმა კი ნამდვილად გამაბედნიერა.

ჩემთვის განსაკუთრებული მატჩი იყო, რადგანაც დიდი ხანი არ მითამაშია და არ მოველოდი, რომ ასეთი შანსი მომეცემოდა,” – აცხადებს კიკო კასილია, რომელმაც “ესპანიოლთან” გამართული ლა ლიგის მატჩი სასტარტოდან დაიწყო.

ოფიციალურად: კასილია “რეალში” გადავიდა

“ესპანიოლის” მეკარე კიკო კასილია მადრიდის “რეალში” გადავიდა.

ეს ინფორმაცია ორივე კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა. ტრანსფერის ღირებულებამ 6 მილიონი ევრო შეადგინა.

კასილია “რეალთან” ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ კიკო კასილია “სამეფო კლუბის” აღზრდილი გახლავთ. იგი “რეალიდან” “ესპანიოლში” 2007 წელს გადავიდა.

კიკო კასილიამ ესპანეთის პრიმერადივიზიონის გასულ გათამაშებაში ჩატარებულ 37 მატჩში 48 გოლი გაუშვა, მიიღო ოთხი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი.

 

„რეალი“ კასილიას კონტრაქტის თაობაზე შეუთანხმდა!

„ესპანიოლის“ მეკარემ კიკო კასილიამ მადრიდის „რეალთან“ პირველად შეთანხმებას მიაღწია.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი წერს, შესაძლოა, მხარეებმა ყველაფერი უკვე უახლოეს საათებში გადაწყვიტონ და გოლკიპერი კატალონიური კლუბიდან მადრიდულში გადაბარგდეს.

განვლილ სეზონში კასილიამ ესპანეთის ჩემპიონატის 37 მატჩში 48 გოლი გაუშვა.

Marca: ”რეალი” ზამთარში კასილიას შეიძენს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ”რეალი” მეკარის შეძენას აპირებს.

ესპანური Marca-ს მტკიცებით, ”სამეფო კლუბი” ზამთარში, ”ესპანიოლის” მეკარეს, კიკო კასილიას შეიძენს. ”სამეფო კლუბი”, 28 წლის ესპანელ კიპერში 10 მილიონ ევროს გადაიხდის.

თავად კასილიას, კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2018 წელს ეწურება.

კიკო კასილია, მადრიდის ”რეალის” აღზრდილია, მაგრამ მთავარ გუნდთან ერთად, თამაში არ აქვს ჩატარებული. 2007 წელს იგი ”ესპანიოლში” გადავიდა.

კაპდევილა დელ ბოსკეს კასილიას გამოძახებას ურჩევს

„ესპანიოლის“ ვეტერანი ხოან კაპდევილა ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვისენტე დელ ბოსკეს მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი გუნდის მეკარის კიკო კასილიას გამოძახებას ურჩევს.

„ვიმედოვნებთ, რომ დელ ბოსკე კასილიას მუნდიალზე გამოიძახებს. მას კარგი სეზონი აქვს და პლანეტის პირველობაზე თამაშს იმსახურებს. დარწმუნებული ვარ, მას ნაკრებში თავის გამოჩენა შეუძლია“, – განაცხადა კაპდევილამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებში ვიქტორ ვალდესის სერიოზული ტრავმის შემდეგ ერთი ადგილი გათავისუფლდა.

ალექსანდრე მატევოსოვი