საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
“მსოფლიო მესისა და რონალდუს ფანებად იყოფა. მე ყოველთვის მესის მხარეს ვიყავი, ვინაიდან “ბარსელონა” ძალიან მხიბლავს. როდესაც რონალდუს ვუყურებ, სულ იმაზე ვიწყებ ფიქრს, როგორ ითამაშებდა ის ჩემს გუნდში. კრიშტიანუ “რეალში” რომ არ გადასულიყო, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა.
ხალხს ყველაფრის თქმა შეუძლია, რაც ენაზე მოადგება, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ რონალდუს ხილვას საკუთარ გუნდში ნებისმიერი მწვრთნელი ინატრებდა.
რაც შეეხება “ოქროს ბურთს”, რონალდუსთან კონკურენციის გაწევა წელს ჯანლუიჯი ბუფონს შეუძლია, რომელიც “იუვენტუსში” საოცრებებს ახდენს. ჯიჯის პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ იგი მეკარეა”, – ციტირებს დომენეკის სიტყვებს “ასი”.