კავანიმ ციხეში მამა მოინახულა

პსჟ-ს და ურუგვაის ნაკრების ფორვარდი ედისონ კავანი სამშობლოში დაბრუნდა და ციხეში მყოფი მამა მოინახულა.

შეგახსენებთ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ფეხბურთელის მამამ პიკაპით მოტოციკლის მძღოლი გაიტანა. სამწუხაროდ,19 წლის ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

28 წლის ფორვარდმა განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ეს ყველაზე რთული პერიოდია.

ურუგვაის ნაკრები კოპა ამერიკას მეოთხედფინალურ სტადიაზე ჩილესთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა. ედისონ კავანიმ წითელი ბარათი მატჩის 63-ე წუთზე მიიღო.

კავანი “იუვენტუსის” ინტერესს გამოეხმაურა

როგორც ჩანს, ურუგვაელი ფორვარდი, ედისონ კავანი პარკ დე პრენსზე ბედნიერია.

“იუვენტუსი? მე პსჟ-ს მოთამაშე ვარ და მაქსიმუმი მიღწევა სწორედ აქ მსურს. პრესა ყოველთვის საუბრობს სტრასნფერო ამბებზე, თუმცა ინტერესის შესახებ არაფერი მსმენია” – განაცხადა კავანიმ.

გავრცელებული ინფორმაციით, ედისონის მიმართ ინტერესს მადრიდის “ატლეტიკოც” იჩენს. გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 35 შეხვედრაში კავანიმ 18 გოლის გატანა შეძლო.

კავანი: “პარიზში ვრჩები”

“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდმა, ედისონ კავანიმ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

“ჩემი მომავლის შესახებ ძალიან ბევრი იწერება. მინდა ვთქვა, რომ პარიზში ვრჩები, ჩემს კონტრაქტს პატივს ვცემ. ახლა, მხოლოდ პსჟსთან ერთად წარმატების მიღწევაზე ვფიქრობ” – განაცხადა ფორვარდმა.

ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში კავანიმ 28 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა შეძლო.

 

კავანი: “პარიზში ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაგრამ…”

პსჟ-ს ფორვარდმა ედისონ კავანიმ კლუბში მის მდგომრეობის შესახებ გააკეთა კომენტარი. ურუგვაელმა ფოვარდმა ვარჯიშის გაცდენის გამო სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით სამი შეხვედრა გამოტოვა.

“მოედანზე დაბრუნებით გახარებული ვარ. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და ნეგატიური მოვლენები წარუსლში დარჩება.

ახლა მხოლოს ის მსურს, რომ კონტრაქტის ბოლომდე ჩემი მოვალეობები პირნათლად შევასრულო. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ვთამაშობ, სადაც შესანიშნავი მოთამაშეები არიან შეკრებილები და რომელსაც დიდი მიზნები აქვს. პარიზში ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაგრამ არავინ იცის მომავალში რა და როგორ იქნება” – განაცხადა კავანიმ.

კავანი პარიზს ტოვებს?

რამდენიმე დღეში პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაფი და კლუბის მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი ედისონ კავანის საკითხის გადასაწყვეტად შეხვდებიან ერთმანეთს.

France Football-ის ცნობით პარიზელთა პრეზიდენტი ურუგვაელს მხოლოდ 40 მილიონიანი წინადადების სანაცვლოდ გაუშვებს.

აღსანიშნავია, რომ მოთამაშის ამ ფასად გასხვისების შემდეგ პარიზელები ფინანსური fair-play-ს წესების დაცვით შეძლებენ კევინ დე ბრეინეს შეძენას.

კავანიმ არსენალში გადასვლა გადაწყვიტა

პსჟ-ს ფორვარდი ედისონ კავანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის გამოცვლას აპირებს. ბრიტანული პრესის ცნობით, ფეხბურთელმა ლონდონის “არსენალში” გადაწყვიტა გადასვლა.

ფორვარდმა პარიზულ კლუბს სატრანსფერო ფასის დაკლება სთხოვა. შეგახსენბეთ, “სენ-ჟერმენი” კავანიში 50 მილიონ გირვანქას ითხოვს.

კავანის ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება

დღეს, საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის საფისციპლინო კომიტეტი “ლანსთან” შეხვედრაში ედისონ კავანის გაძევებასთან დაკავშირებულ ეპიზოდს განიხილავს.

შეგახსენებთ, ურუგვაელმა ორი ყვითელი ერთ წუთში მიიღო. პირველი გოლის არაკორექტული აღნიშვნის, ხოლო მეორე – არბიტრთან კამათის გამო. შესაძლოა, დისკალიფიკაციის ვადა ერთ მატჩზე მეტიც კი იყო, რადგან მოთამაშე მსაჯთან ფიზიკურ კონტაქტში შევიდა.

კავანის ინგლისში სურს თამაში

ედისონ კავანიმ საკუთარ აგენტს ინგლისური კლუბის ვარიანტზე მუშაობა სთხოვა. უცხოური პრესის ცნობით უგურვაელი პარიზულ კლუბში თამაშით უკმაყოფილოა, რაც მოედანზე მისი პოზიციით არის განპირობებული.

კავანისთან მიმართებაში “ჩელსის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარიანტები სახელდებოდა.

გასულ სეზონში კავანი “პსჟ”-ს შემადგენლობაში მოედანზე 30-ჯერ გავიდა და 16 გოლის გატანა შესძლო.

კავანი: “იტალიასთან ფინალი გველის”

ურუგვაის ნაკრების ფორვარდი იტალაისთან გასამართი შეხვედრის მნიშვნლობაზე საუბრობს.

“იტალიასთან უმნიშვნელოვანესი და ურთულესი მატჩი გველის. რაც შეიძლება კარგად უნდა მოვემზადოთ და ჩვენი საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინოთ. იტალიასთან მატჩი ფინალის ტოლფასია.

ჩვენი გულშემატკივრეები ძალიან მხურვალედ გვიჭერენ მხარს ამ ტურნირზე” – განაცხადა კავანიმ.

ნატალში, სადაც ურუგვაი-იტალიის მატჩი გაიმართება უკვე მრავალდ ჩავიდნენ ურუგვაელი ფანები. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა კი იტალიელთა მხარდაჭერას აპირებს.

მანჩესტერი კავანის ტრანსფერში რუნის ჩართვას აპირებს

პსჟ-ს ფორვარდი ედისონ კავანი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი სამიზნეა. Corriere dello Sport-ის ცნობით მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის ფეხბურთელში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს.

გარდა ამისა, განიხილება გაცილებით ნაკლები თანხის ვარიანტიც, თუმცა ამ შემთხვევაში მანჩესტერელები ტრასნფერში უეინ რუნისაც ჩართავენ.

ლიგა 1-ის გასული სეზონის გათამაშებასი კავანიმ პარიზელთა შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა და 16 გოლის გატანა მოახერხა.

კავანიმ საბოლოოდ დაადასტურა

ფრანგული “პსჟ”-ს თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ განაცხადა, რომ იგი საფრანგეთს არ დატოვებს და კლუბსაც არ გამოიცვლის.

კავანი არც თუ ხშირად თამაშობდა თავისთვის საყვარელ პოზიციაზე, რის გამოც ხმა გავრცელდა, რომ იგი სხვა ჩემპიონატში გადავიდოდა.

ჭორები კი კავანის “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” უკანშირებდნენ. თუმცა სეზონის უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “პსჟ”-მ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, კავანიმ განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.

“ვითამაშებ თუ არა მომდევნო წელს “პსჟ”-ში? რა თქმა უნდა.” განაცხადა კავანიმ საღამოზე, რომელიც ლიგა 1-ში გამარჯვების აღსანიშნავად გაიმართა.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფან-კლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/

“იუნაიტედი” კავანის არ ეშვება

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დევიდ მოიესის გაშვების შემდეგ, კლუბს მიეცა შანსი ედინსონ კავანისთვის იბრძოლოს.

ამჟამად “წითელი ეშმაკები” ახალი მწვრთნელის ძებნაში არიან და სრულიად შესაძლებელია, რომ მათ სამი თვე მოუხდეთ ლოდინი, ვიდრე იპოვნიან. როგორც მაგალითად ლუი ვან გაალის შემთხვევაში.

მთელი ამ დროის განმავლობასი კი სულაც არ აპირებს “იუნაიტედი” გულხელდაკრეფილი ჯდომას. აღმასრულებელ დირექტორს, ედ ვუდვორდს სურს ისეთი ფეხბურთელების შეძენა, რომელზე უარს არც ერთი მწვრთნელი არ იტყვის.

ამგვარად “იუნაიტედმა” ფაქტიურად უკვე მოახერხა ლიუკ შოუს შეძენა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მცველია და რომლის საფასურიც 30 მლნ. ფუნტია.

The Guardian – ის მტკიცებით “იუნაიტედი” კავანისთვისაც იბრძოლებს. ვუდროვრდისთვის ცნობილი გახდა, რომ 27 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი ხელმისაწვდომი იქნება 60 მლნ. ფუნტის სანაცვლოიდ.

გამოცემის თანახმად “იუნაიტედმა” კიდევ ერთ ფეხბურთელთან შეათანხმა ტრანსფერი, თუმცა მისი სახელი არ მჟღავნდება. “იუნაიტედის” სახელს აქტიურად უკავშირდება ცესკ ფაბრეგასი, ტონი კროოსი, მარკო როისი და ვილიამ კარვალიუ.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/