პარიზული კლუბი ურუგვაელი ვარსკვლავის შენარჩნებას აპირებს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია კავანის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ ფეხბურთელი მისი სათამაშო პოზიციითაა უკმაყოფილო. პარიზელთა მწვრთნელი ედისონს ფლანგზე ათამაშებს.
“კავანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მთამაშეა. თუმცა, მისი სათამაშო პოზიცია მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია. მან იქ უნდა ითამაშოს, სადაც მწვრთნელი ეტყვის. ედისონს შეუძლია ამ საკითხის განხილვა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც სამწვრთნელო შტაბი იღებს.
კავანი ტოპ მოთამაშეა და ბუნებრივია, რომ ის პსჟ-ში რჩება” – განაცხადა კლუბის მმართველმა ნასერ ელ-ხელაიფიმ.