მსოფლიოს ყველაზე მხიარული მეკარე

პარაგვაული „გუარანის“ ურუგვაელი მეკარე პაბლო ფერნანდო აურეკოჩეა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრული ფეხბურთელია, რისი დამადასტურებელი ფაქტებიც ჩვენს მიერ შემოთავაზებული ფოტოებია.

33-წლის პაბლო აურეკოჩეა მულტფილმებისა და კომიქსების პერსონაჟების მიმართ დიდი სიყვარულით გამოირჩევა. როგორც წესი, საფეხბურთო მატჩების დროს მას მაისურზე რომლიმე ანიმაციური პერსონაჟის სურათი აქვს გამოსახული.

„მატჩის შემდეგ კიდევ სხვა მაისურებს ვიცვამ. ასე კარგ განწყობას ვინარჩუნებ და ხალხსაც მოსწონს. ამ ფორმებში თავს მშვენივრად ვგრძნობ. მაისურებს მეუღლესთან ერთად ვარჩევ. ჩემი მეორე ნახევარი დიზაინერია და სწორედ მას მოუვიდა აზრად ასეთი ფორმების შექმნა. რომ არა ის, ალბათ, ასეთი რამ არასდროს მოხდებოდა“, – ეს სიტყვები თავად პაბლო აურეკოჩეას ეკუთვნის.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com