“ბარსელონას” ფეხბურთელმა კატალონიელ გულშემატკივრებს შუა თითი უჩვენა

17 მაისს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურში, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მადრიდელებმა ესპანეთის ჩემპიონატის მოგება მოახერხეს.

როგორც ჩანს, შეხვედრის ასეთმა შედეგმა კატალონიელი გულშემატკივრები გაანაწყენა. “ბარსელონას” გულშემატკივართა რაღაც ნაწილმა თავი “ნოუ კამპის” გასასვლელთან მოიყარა, მათ ფეხბურთელები გააკრიტიკეს, ხოლო ისააკ კუენკამ მათ შუა თითი უჩვენა.

პუიოლი და კუენკა ბრუნდებიან

“ბარსელონას” ტრავმირებული ფეხბურთელები კარლეს პუიოლი და ისააკ კუენკა მოედანს უბრუნდებიან.

კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაში “ატლეტიკოსთან” გასამართი მატჩის განაცხადშია შეყვანილი.

სხვათა შორის, მადრიდულ კლუბთან მოედანზე შესაძლო გამოჩენა კუენკასთვის სადებიუტო იქნება მიმდინარე სეზონში.