“კალიარიმ” ძოლა მოხსნა და ზემანი დაიბრუნა

იტალიური “კალიარის” ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ ჯანფრანკო ძოლას გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინა.

მიზეზი ნათელია: “კალიარი” სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 26 ტურის შემდეგ მე-18 ადგილზე იმყოფება და გავარდნის კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ მხსნელის ფუნქცია კლუბმა ძოლას გასული წლის დეკემბრიდან დააკისრა, როდესაც ცნობილმა ფეხბურთელმა ამ პოსტზე ჩეხი სპეციალისტი ზდენეკ ზემანი შეცვალა.

თუმცა, ძოლამ რთული მისიის შესრულება ვერ შეძლო. გუშინვე, ცნობილი გახდა, რომ “კალიარიმ” მთავარ მწვრთნელად კვლავ ზემანი დააბრუნა.

აღსანიშნავია, რომ 67 წლის სპეციალისტის გარდა, სავარუადო მესაჭეთა შორის დელიო როსი, სერსე კოსმი, კლაუდიო რანიერი და გუნდის ყოფილი ფორვარდი დავიდ სუაზო განიხილებოდნენ.

ძოლა ლიდსს არ ჩაიბარებს

ჯანფრაკო ძოლას აგენტმა უარყო ხმები იმის თაობაზე, თითქოს ითალიელი სპეციალისტი “ლიდს იუნაიტედს” ჩაიბარებს.

“ლიდს? გამორიცხულია. მაგრამ, ჯანფრანკოს რომელიმე სხვა ინგლისური კლუბის პოსტზე ვიხილავთ. იტალიაში მისი დაბრუნება თითქმის გამორიცხულია” – განაცხადა აგენტმა ფალვიო მარუჩომ.

ჩემპიონშიპში გამართული 41 მატჩის შემდეგ “ლიდსი” მე-16 ადგილზეა.

ჯანფრანკო ძოლამ, შესაძლოა, „ლიდს იუნაიტედი“ ჩაიბაროს

„ლიდს იუნაიტედის“ ახალმა მფლობელმა მასიმო ჩელინომ, შესაძლოა, თავისი ახალი კლუბის თავკაცად თანამემამულე ჯანფრანკო ძოლა დანიშნოს.

ძოლა, რომელსაც „ვესტ ჰემში“ და „უოტფორდში“ მუშაობის გამოცდილება აქვს, აღნიშნულ პოსტზე ბრაიან მაკდერმოტს შეცვლის, რის შესახებაც „The Times“-ზე დაყრდნობით „Football Italia“ წერს.

აქედან გამომდინარე, ძოლას დანიშვნის შემთხვევაში, ჩელინო ერთ კვირაში მეორე მწვრთნელს გაათავისუფლებს. გუშინ მან „კალიარის“ უკვე ყოფილ თავკაცთან დიეგო ლუის ლოპესთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ალექსანდრე მატევოსოვი