ლავესი „ვალენსიაში“?

ესპანური „ვალენსია“ „პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელი თავდამსხმელის ეზეკილ ლავესის დამატების ვარიანტს განიხილავს.

„Super Deporte“-ს ინფორმაციით, „ღამურების“ ხელმძღვანელობა 29 წლის ფეხბურთელის შეძენას 2015 წლის ზაფხულში შეეცდება.

მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ეზეკილმა 16 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

ინტერი ლავესის ყიდვას აპირებს

მილანის “ინტერი” პსჟ-ს ფოვარდის, ეზეკილ ლავესის გადაბირებას აპირებს. La Gazzetta dello sport-ის ცნობით, შემტევის საკუთარ გუნდში ხილვა რობერტო მანჩინის სურს.

შეგახსენებთ, რომ “ინტერი” არგენტინელის ტრანსფერის განხორციელებას ორჯერ უკვე ცდილობდა და მორიგ მცდელობას იანვარში განახორციელებს. წყაროს ცნობით, 29 წლის არგენტინელი, რომელიც 2016 წლის საფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, პარიზულ კლუბში ხელფასის სახით 4,5 მილიონ ევროს იღებს, “ინტერი” კი მზად არის ფეხბურთელს 3,5 მილიონთან ერთად გარკვეული ბონუსები შესთავაზოს.

მიმდინარე სეზონში ლავესიმ ლიგა 1-ის 9 შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო.

პსჟ ატლეტიკოს ლავესის სთავაზობს

ესპანური პრესის ცნობით “პსჟ”-ს ხელმძღვანელობამ მადრიდის “ატლეტიკოს” ეზეკილ ლავესის შეძენა შესთავაზა.

წყაროს ცნობით არგენტინელი ლორან ბლანი სამომავლო გეგმებში არ შედის. ფრანგულ კლუბს ლავესის გასხვისება სურს, რათა მიღებული თანხით ანხელ დი მარია შეძენა მოახერხოს.

თუმცა, თუ ლავესი, რომელსაც გასულ სეზონში საკმარისი სათამაშო პრაქტი არ ჰქონდა, “ატლეტიკოში” გადაწყვეტს გადასვლას, მას ანაზღაურება საგრძნობლად შეუმცირდება.

ლავესი: “გერმანიის არ გვეშინია”

არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ეზეკილ ლავესიმ ჰოლანდიასთან გამართული ნახევარფინალი შეაფასა და გერმანიის ნაკრებზე ისაუბრა.

“ჰოლანდიასთან მატჩში მნიშვენლოვანი კარის მშრალად შენახვა იყო. დაცვითმა თამაშმა ჩვენი შეტევა შეასუსტა, თუმცა ფინალის საგზური მაინც მოვიპოვეთ. ჩვენ ეს დავიმსახურეთ. არგენტინას ჩემპიონობის ყველა შანსი აქვს და წარამტების მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ.

რა თქმა უნდა, გერმანიის ნაკრები ძალიან სერიოზული მეტოქეა. ვფიქრობ, ისინი პატივს გვცემენ. გერმანიის არ გვეშინია” – განაცხადა ლავესიმ.

ეზეკილ ლავესი: “ჩელსის დამარცხება იბრაჰიმოვიჩის გარეშეც შეგვიძლია”

“პარი სენ ჟერმენის” ფორვარდი ეზეკილ ლავესი თვლის, რომ მის გუნდს “ჩელსის” დამარცხება ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშეც შეუძია.

“ჩემი აზირთ, ზლატანი მსოფლიოს საკუეთესო ფორვარდია. რა თქმა უნდა, მისი ტრავმა ჩვენთვის დიდი დანაკლისია და განსაკუთრებით ამას ლონდონში ვიგრძნობთ. მაგრამ, ჩვენ “ჩელსის” დამარცხება იბრაჰიმოვიჩის გარეშეც შეგვიძლია, რაც პარიზულ მატჩშიც დავამტკიცეთ.

ლონდონელები ბევრს შეუტევენ, რაც ამ გუნდის სტილს არ შეესაბამება. ეს ჩევნი პლიუსი იქნება” – განაცხადა პარიზელთა ფორვადმა.