გაბის პრესკონფერენცია ევროპის ლიგის ფინალის წინ

დღეს მადრიდის “ატლეტიკო” ევროპის ლიგის ფინალში მარსელის “ოლიმპიკს” დაუპირისპირდება. ესპანელთა კაპიტანმა, გაბიმ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ჩვენ სტაბილურობა და თანმიმდევრულობა გვახასიათებს. ვიცით, როგორ უნდა ვიგრძნოთ მატჩი და შესაბამისად მივყვეთ მას. ყველა ფინალსა თუ მატჩში ვაჩვენეთ, რომ ეს ჩვენი ძლიერი მხარეა. ამ გზით უკვე შვიდი წელია მივდივართ და ვვითარდებით. მწვრთნელი ამ სტილით გვამუშავებს, რამაც შესანიშნავი შედეგები მოიტანა. წარსულში არავინ გვიცნობდა, ახლა თითოეული ჩვენგანი და, შესაბამისად, მთელი გუნდი გავიზარდეთ. ევროპაში ბევრისთვის მისაბაძნი ვართ. ვიმედოვნებ, ამ მიმართულებით სვლას კიდევ დიდ ხანს განვაგრძობ.”

“გრიზმანი? მის შესახებ ყოველთვის ვსაუბრობთ. მნიშვნელოვანია, რომ მან ტიტულები მოიგოს, რადგან ის უმაღლეს დონეზე თამაშობს. ვიმედოვნებ, “ატლეტიკოში” ეს მისი ბოლო ფინალი არაა. გრიზმანი ჩვენ გვჭირდება,” – ამბობს კაპიტანი.

გაბი: “დღეს შეცდომის დაშვების უფლება უბრალოდ არ გვაქვს”

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი, გაბი ჩემპიონთა ლიგაზე “ყარაბაღთან” გასამარტ მატჩზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ესპანური კლუბი მაქსიმალურად არის კონცენტრირებული და ამ მატჩიდან მხოლოდ სამი ქულა დააკმაყოფილებთ.

“გვინდა ჩვენი მიზნისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ, არცერთი ჩვენგანი არ დანებებული, ყველა მზადაა ბრძოლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ ჩვენი საქმის კეთებას განვაგრძობთ, შედეგი თავისით მოვა.

რომში მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავი, “ჩელსისთან” მატჩში კი ბოლო წუთებზე გავუშვით გოლი. რაც შეეხება აზერბაიჯანულ თამაშს, ძალიან ცუდად ვაკეთებდით ყველაფერს. ასე რომ, ეს ჩვენი მაქსიმუმი ნამდვილად არ არის. ყველაფერი პატარა დეტალებმა გადაწყვიტეს.

დღეს, “ყარაბაღთან” შეცდომის დაშვების შანსი აღარ გვაქვს და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მაქსიმუმი უნდა დავდოთ მოედანზე სასურველი შედეგის მისაღწევად, პირველივე წუთიდან უნდა შევუტიოთ,” – აცხადებს გაბი.

გაბი: “თანაგუნდელებით ამაყი ვარ!”

დღეს მადრიდის “რეალმა” თანაქალაქელი “ატლეტიკოს” ბარიერი ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ოთხ სეზონში მეოთხეჯერ დაძლია და ფინალში გავიდა.

წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ “როხიბლანკოს” კაპიტანმა, გაბიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“დასაწყისი იყო ფანტასტიკური. ორი  გოლი გავიტანეთ და ერთი ნაბიჯი გვაკდლდა ორი შეხვედრის ჯამში ანგარიშის გათანაბრებამდე, თუმცა  ბენზემამ იმ მომენტში საოცრად ითამაშა. ამის შემდეგ კი თამაში ურთულესი იყო.”

“თავები უნდა ავწიოთ და მომავალს იმედით ვუყუროთ. ჩემი ყველა თანაგუნდელით ამაყი ვარ!” –აცხადებს გაბი.

გაბი: “ვეცდებით, განმეორებით შეხვედრაში გულშემატკივარს იმედი გავუღვივოთ”

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალთან” დამარცხების შემდეგ, “ატლეტიკოს” კაპიტანმა, გაბიმ კომენტარი გააკეთა.

“ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩავვარდით. ყველანაირად ვცდილობდით, მეტოქეს გავმკლავებოდით, თუმცა დღეს ეს არ გამოგვივიდა. “რეალმა” ბევრ ასპექტში დაგვჯაბნა.”

“წინ განმეორებითი შეხვედრაა. ვეცდებით, ღირსეული თამაში ვაჩვენოთ და ხალხს იმედი დავუბრუნოთ, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება,” – განაცხადა ესპანელთა კაპიტანმა.

გაბი: “დიეგო კოსტა მხოლოდ “ბარსელონასთან” თამაშზე ფიქრობს”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა გაბი “ბარსელონასთან” მატჩის წინ თავის პარტნიორზე, დიეგო კოსტაზე ისაუბრა, რომელმაც პირველ შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

“განმეორებითი მატჩის წინ განწყობა ოპტიმისტურია. ჩვენი გულშემატკივრების იმედი მაქვს, მათ დიდი როლი უნდა შეასრულონ ჩვენს წარმატებაში.

დიეგო კოსტას ძალიან უნდა დღევანდელ თამაშში მონაწილეობის მიღება. ის მხოლოდ “ბარსელონასთან” მატჩზე ფიქრობს” – განაცხადა გაბიმ.