“მანჩესტერ სიტის” ყოფილი თავდამსხმელი ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა

დასრულდა ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის (სერია ა) 2017 წლის გათამაშება, რომლის გამარჯვებულიც 38 ტურში მოპოვებული 72 ქულის წყალობით “კორინთიანსი” გახდა. მეორე-მესამე პოზიციები კი შესაბამისად “პალმეირასმა” და “სანტოსმა” დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი ჩემპიონთა რიგებში მოთამაშე ჟომ მოიპოვა, რომელიც ამავდროულად ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა 18 გატანილი გოლით.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 30 წლის ჟო ერთ დროს “მანჩესტერ სიტის” რიგებშიც ირიცხებოდა. ბრაზილიელ შემტევს ჩინურ სუპერ ლიგაში, რუსეთის პრემიერ ლიგასა და საუდის არაბეთის ჩემპიონატშიც აქვს ნათამაშები.

TOP 10: ყველაზე ცუდი თავდამსხმელები ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში

ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ათი ყველაზე ცუდი თავდამსხმელი დაასახელა.

10. ჟო – “მანჩესტერ სიტი” და “ევერტონი”

1416426607432_Image_galleryImage_DORTMUND_GERMANY_AUGUST_0

9. ადე აკინბი (“ნორვიჩი”, “ლესტერი”, “შეფილდი”)

234CFDB200000578-2834637-image-21_1416426174900

8. სტეფან გივარში (“ნიუკასლი”)

1416428697251_Image_galleryImage_19_Sep_1998_Stephane_Guiv

7. ანდრეი შევჩენკო (ლონდონის “ჩელსი”)

1416428889616_Image_galleryImage_LONDON_JANUARY_23_Andriy_

6. აფონსო ალვეში (“მილდსბრო”)

1416429271199_Image_galleryImage_CARLISLE_UNITED_KINGDOM_J

5. ტომას ბროლინი (“ლიდსი”, “კრისტალ პალასი”)

00F9547C1000044C-2834637-image-20_1416420896011

4. ანდრეას კორნელიუსი (“კარდიფი”)

Andreas Cornelius Cardiff City

3. ჯეისონ ლი (“ნოტინგემ ფორესტი”)

lee_1676445a

2. მარკო ბუგერსი (“ვესტ ჰემი”)

1416430577491_Image_galleryImage_Footballer_Marco_Boogers_

1. ბოსკო ბალაბანი (“ასტონ ვილა”)

1416431014531_Image_galleryImage_FA_Barclaycard_Premiershi

ჟო ატლეტიკო მინეიროდან გარიცხეს

“ატლეტიკო მინეიროს” გენერალურმა დირექტორმა ედუარდო მალუფმა განაცხადა, რომ კლუბის შემტევი ჟო გუნდიდან დისციპლინის დარღვევის გამო გარიცხულია.

მასთან ერთად “მინეიროში” აღარ იასპარეზებენ ემერსონ კონსეისაო და ანდრე. აღნიშნული სანქცია მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

“კვირას “კურიტიბას” წინააღმდეგ ვთამაშობდით. მატჩის შემდეგ გუნდი რესტორანში გაემგზავრა, 1:30-ზე კი ფეხბურთელები სასტუმროში დაბრუნდნენ. თუმცა, სამმა მოთამაშემ დისციპლინა დაარღვია. პრეზიდენტთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს სამეული ჩვენი კლუბის ნაწილი აღარ იქნება” – განაცხადა მალუფამ.

შეგახსენებთ, რომ ჟო ბრაზილიურ მუნდიალზე ეროვნული ნაკრების ღირსებასაც იცავდა.

ჟომ ცარიელ კარს ახლო მანძილიდან ააცილა

11 აპრილს, ლიბერტადორესის თასის გათამაშებაში, “ატლეტიკო მინეირომ” საკუთარ მოედანზე ვენესუელური “ზამორა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში “ატლეტიკო მინეიროს” თავდამსხმელმა ჟომ მეტოქის კარში გოლის გატანა ძალიან ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ მოახერხა.