კარვალიუ: „პორტუგალიის ნაკრებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს“

„მონაკოს“ გამოცდილი პორტუგალიელი მცველი რიკარდუ კარვალიუ თვლის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებს წარმატების მიღწევა შეუძლია. კარვალიუმ აღნიშნა, რომ პორტუგალიელებს ტურნირზე ერთ-ერთი ყველაძე ძლიერი გუნდი ჰყავთ.

„პორტუგალიის ნაკრები ნებისმიერი გუნდისთვის ძლიერი მეტოქეა. ვფიქრობ, პორტუგალიელები მსოფლიოს ჩემპიონატზე მაქსიმალურად შორს გავლენ. ამ გუნდს მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს. მნიშვნელოვანი იქნება ჯგუფური ეტაპის წარმატებით გადალახვა“, – კარვალიუს სიტყვებს RMC ციტირებს.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 62 დღე დარჩა.

ბექა დოგრაშვილი