ევროლიგის პლეი ოფი: მარკოიშვილი გავიდა, შენგელია – ვერა

თორნიკე შენგელიას გუნდი ევროლიგას გამოეთიშა. ბასკურ „ლაბორალ კუჩს“ პლეი ოფამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. წარმატების გასაღები ვიტორიელებს საკუთარ ხელში ჰქონდათ. ჯგუფიდან გასასვლელად მათ თანამემამულე კლუბის – „უნიკახას“ დამარცხება მართებდათ, რაც ვერ მოახერხეს და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს გამოეთიშნენ.

„ლაბორალ კუჩას“ ჯგუფიდან გასვლა რეალური მას შემდეგ გახდა, რაც კონკურენტი „ეფესი“ ასევე თანამემამულე „ფენერბაჰჩესთან“ 72:83 დამარცხდა. აღნიშნული მატჩის შედეგი ვიტორიელებმა იცოდნენ, როცა „უნიკახას“ეთამაშებოდნენ, მაგრამ მალაგაში გამარჯვება შენგელიას გუნდმა ვერ მოახერხა – 84:93 დამარცხდა და ჯგუფში მე-4 ადგილი, შესაბამისას პლეი ოფის საგზურიც „ეფესს“ ერგო.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17:25 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 9 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. საუკეთესო შედეგი ვიტორიელთაგან ფაბიენ კოსიემ დააფიქსირა, რომელმაც 33 წუთში 21 ქულა მიითვალა.

რაც შეეხება ევროლიგის მონაწილე მეორე ქართველს, მანუჩარ მარკოიშვილი ტურნირში ასპარეზობას აგრძელებს. მისმა ცსკა-მ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მილანში „ემპორიო არმანი“ 88:79 დაამარცხა. მარკოიშვილმა 14:17 წუთი ითამაშა და 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 19 ქულით მოსკოველთაგან საუკეთესო საშა კაუნი გახლდათ.

ცსკა-მ საბოლოოდ F გუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში ბერძნულ „პანათინაიკოსს“ შეხვდება, რომელიც I ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდა. საპლეიოფო სერია 3 გამარვებამდეა, თამაშები 14 აპრილიდან დაიწყება.

მარკოიშვილის 8-ქულიანი გამარჯვება და ფაცაციას უქულო მარცხი

ვითიბი ლიგაში მორიგი ტური გაიმართა და ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც თავთავიანთი მატჩები გამართეს. მანუჩარ მარკოიშვილის ცსკამ ასტანაში ყაზახური გუნდი დაამარცხა, ხოლო ლევან ფაცაციას „ნიჟნი ნოვგოროდმა“ტურნირზე მე-4 მარცხი „ხიმკისთან“ განიცადა.

არმიელები რომ ყაზახეთში „ასტანას“ დაამარცხებდნენ, ამაში ეჭვის შეტანა რთული იყო. მოსკოვურმა გრანდმა ზომიერი სხვაობოთ – 78:60 იმარჯვა და ცხრილში მეორე ადგილზე ერთპიროვნულად განთავსდა.

ქართველმა ლეგიონერმა 19:37 წუთი ითამაშა. ის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. მარკოიშვილმა 4-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად მანუჩარმა 2 მოხსნა, 1 პასი და გუნდში უმეტესი 3 ჩაჭრა მოაგროვა. საუკეთესო შედეგი საშა კაუნმა დააფიქსირა, რომელმაც პირად ანგარიშზე 12 ქულა, 6 მოხსნა და 4 დაფარება ჩაიწერა.

ფაცაციას გუნდმა „ხიმკისთან“ შინ წააგო. მატჩი დაძაბული იყო და მისი ბედი ოვერტაიმში გაირკვა. ძირითადი დრო 79:79 დასრულდა, ექსტრახუთწუთეულში კი „ხიმკიმ“ 94:86 იძალა. ქართველმა ლეგიონერმა 11:10 წუთი ითამაშა და მოედანი უქულოდ, 1 მოხსნით დატოვა. ფაცაციამ 2-2 სამიანი და ორქულიანი ააცილა.

ცხრილში პირველ ადგილზე „ხიმკია“. მეორე ცსკა-ა, ხოლო მესამეზე „ნიჟნი ნოვგოროდია“ განთავსებული.

gbf.ge

ქართულ დერბიში მარკოიშვილის ცსკა-მ ფაცაციას გუნდი გაანადგურა

ვითიბი ლიგაში ქარველი კალათბრთელების გუნდები შეხვდნენ. ტურნირის ერთადერთმა წაუგებელმა გუნდმა „ნიჟნი ნოვგოროდმა“, რომლის ღირსებასაც ლევან ფაცაცია იცავს, მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს უმასპინძლა და შანსოდ წააგო. მოსკოვურმა გრანდმა მასპინძლები 84:59 გაანადგურა.

ქართველთაგან სასტარტო ხუთეულში მხოლოდ ფაცაცია იყორომელმაც მოედანზე 14:41 წუთიდაჰყო და 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვალევანმა თითო სამქულიანი და ორქულიანი ააცილა,ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

მარკოიშვილმა 19:33 წუთი ითამაშა და მოსკოვურ კლუბს 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი შესძინა.ქართველმა უკანახაზელმა ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 1 შეცდომადაუშვაერთხელ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

ცსკა და “ნიჟნი ნივოგოროდს უკვე ერთნარი მაჩვენებლები (10 მოგება, 1 მარცხიგააჩნიათ დაპირველმეორე პოზიციებს ინაწილებენ. ვითიბი ლიგის მორიგი ტურის კიდევ ერთი ცენტრალურიმატჩი 22 დეკემბერს ჩატარდებაროდესაც მესამედგილოსანი “ხიმკი” მე-4 პოზიციაზე მყოფ ვიქტორსანიკიძის “უნიკსს” უმასპინძლებს.

 gbf.ge

მარკოიშვილი ბომბარდირი, “გალათასარაი” – მეოთხედფინალისტი

მანუჩარ მარკოიშვილი გახდა ბომბარდირი იმ მატჩისა, რომელშიც სტამბოლის “გალათასარაიმ” ბელგრადის “პარტიზანი” დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა.

სტამბოლში გამართულ შეხვედრაში “გალათასარაის” ხელს ნებისმიერი სხვაობით გამარჯვება აძლევდა, თუმცა მასპინძლებმა 64:55იმარჯვეს და კონკურენტი “ლოკომოტივი” ბურთების შეფარდებით ჩამოიტოვეს.

სათქმელია იმ საინტერესო დამთხვევაზე, რაც ხსენებულ გუნდებს შორის მოხდა. ტოპ-16-ის პირველ წრეში “გალათასარაიმ” “ლოკომოტივთან” შინ 62:63 წააგო, მეორეში კი სტუმრად 67:66 იმარჯვა. შესაბამისად, გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრები ფრედ დასრულდა და ყველაფერი ბურთების საერთო შეფარდებამ გადაწყვიტა, რომელიც უკეთესი მარკოიშვილის გუნდს აღმოაჩნდა და Fჯგუფიდან პლეი ოფში გამსვლელი ბოლო, მე-4 ადგილი ირგუნა.

ფლეი ოფის საგზურის მომტან მატჩში მარკოიშვილი ბომბარდირი გახდა. ქართველმა უკანახაზელმა სტამბოლური გუნდის სასტარტო ხუთეულში – 34:04 წუთი ითამაშა და შეხვედრა ყველაზე მეტი – 16 ქულით დაასრულა. მანუჩარმა 4-დან 3 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 16 ქულასთან ერთად მარკოიშვილმა 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთიც ერთხელ დაკარგა.

მარკოიშვილზე ნაკლები ქულა (13) ჰქონდა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტი მეტი აღმოაჩნდა გალათასარაელ ფურქან ალდემირს, რომელმაც 13 ქულა ისე მოიპოვა, თამაშიდან სროლა არ აუცელია (6/6) და პლუს 7 მოხსნა და 2 დაფარებაც მიითვალა.

პლეი ოფის სერიაში, სადაც გამარჯვება 3 მოგებამდეა და საიდანაც ოთხთა ფინალში გადადიან, “გალათასარაი” “ბარსელონას” შეხვდება. ამასობაში გაირკვა გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსის” საპლეიოფო მეტოქე, რომელიც მადრიდის “რეალია”. სამეფო კლუბმა დღეს ლიტვაში, “ჟალგირისთან” წააგო და თავის ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა.

პლეი ოფის სერიები 15 აპრილიდან დაიწყება.

gbf.ge