დღეს პრემიერ ლიგის ეგიდით 26-ე ტურის შეხვედრა შედგა. ეს იყო გამოტოვებული მატჩი, რომელიც “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ უნაიტედს” შორის ეტიჰადზე გაიმართა.
დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. უპირატესობა “მანჩესტერ სიტის” ჰქონდა. ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, თუმცა, საბოლოოდ, ეს მატჩი უგოლო ფრით დასრულდა. ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი ფელაინის წითელი ბარათი იყო, რომელიც მან 84-ე წუთზე მიიღო.
საბოლოოდ, 0-0.
ამ შეხვედრის შემდეგ “სიტის” 65 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, ხოლო “მანჩესტერს” მასზე ერთით ნაკლები ქულა დაუგროვდა და ერთით უკანა საფეხურზეა.