იურგენ კლოპი წინა სეზონში მივიდა მერსესაიდის “ლივერპულში” და, შეიძლება ითქვას, რომ მეკარის პრობლემა ჯერ ვერ მოაგვარა. ვერც მინოლე და ვერც კარიუსი სათანადო სამსახურს ვერ უწევენ ინგლისურ კლუბს.
რამდენიმე იტალიური გამოცემის თანახმად, კლოპს მილანის “ინტერის” მეკარე, სამირ ჰანდანოვიჩი სურს. თუ ეს ფეხბურთელი ზაფხულზე გუდნდში მოვა, სავარაუდოდ, ნახსენები ორი კიპერიდან ერთ-ერთს აბარგება მოუწევს.
კლოპსა და იტალიური კლუბის მესვეურებს ან თავად ფეხბურთელს შორის ჯერ კავშირი არ ყოფილა, თუმცა, ნახსენები წყაროების თანახმად, გერმანელი აქტიურად აკვირდება სამირს.
32 წლის მეკარე 2012 წლიდან გამოდის “ინტერში”. მას კონტრაქტი მილანურ კლუბთან 2019 წლის ზაფხულზე ეწურება. ცნობისთვის, იგი 12 მილიონ ევროდ არის შეფასებული.