14 აპრილს, მექსიკის ჩემპიონატში, “სანტოს ლაგუნამ” საკუთარ მოედანზე “ატლანტე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:3 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში, მასპინძელთა გუნდის კოლუმბიელმა ფეხბურთელმა დარვინ კინტერომ სამი გოლის გატანა მოახერხა, მათგან ერთ-ერთი კი ნამდვილად გამორჩეული იყო.