“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა ლიუკ შოუმ მუხლქვედა მყესი დაიშავა, რის გამოც ერთი თვით ლაზარეთში ყოფნა მოუწევს. 19 წლის ფეხბურთელი მოედანზე გასვლას დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების მცველი “მანჩესტერ იუნაიტედში” “საუთჰემპტონიდან” 27 ივნისს გადავიდა. შოუ სწორედ “საუთჰემპტონის” აღზრდილი გახლავთ, ძირითად გუნდში კი 2012 წლიდან გამოდის. “წითელმა ეშმაკებმა” ახალგაზრდა მცველის სანაცვლოდ 27 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღეს. ფეხბურთელი ინგლისის ეროვნული ნაკრების სამუნდიალე განაცხადშიც იყო შეყვანილი და ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.
აქვე გაცნობებთ, რომ ლიუკ შოუ “მანჩესტერ იუნაიტედში” 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც მანამდე პატრის ევრას ემოსა. როგორც მოგეხსენებათ, ფრანგი მარცხენაფლანგელი ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა.