კიევის „დინამომ“ ოლეგ ბლოხინი გაათავისუფლა

უკრაინის ჩემპიონატის მე-19 ტურში დონეცკის „შახტართან“ ანგარიშით 0:2 დამარცხების შემდეგ, ოლეგ ბლოხინი კიევის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „დინამოს“ პრეზიდენტმა იგორ სურკისმა გუნდის მიერ ნაჩვენები დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლეგ ბლოხინის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, კიევის „დინამოს“ უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი აქვს დაკავებული და ლიდერ „შახტარს“ 7 ქულით ჩამორჩება.

ბექა დოგრაშვილი