ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ჟორდი ალბა საპირფარეშოში ჩაკეტეს (ვიდეო)

“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების მცველ ჟორდი ალბას ეროვნული გუნდის გუშინდელ ვარჯიშზე დააგვიანდა. როგორც გამოცემა “ასი” წერს, 27 წლის ფეხბურთელი თანაგუნდელებმა – სერხიო რამოსმა, ჟერარ პიკემ და პეპე რეინამ საპირფარეშოში ჩაკეტეს. ამ ხუმრობის გამო ალბა სავარჯიშო მოედანზე დაგვიანებით გავიდა.

ნეიმარი და ალბა ერთ თვეს გამოტოვებენ

„ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ესპანეთის სამეფო თასის ფინალურ მატჩში (1:2) მიღებული ტრავმის გამო დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს. დაშავდა ჟორდი ალბაც, რომელსაც 3-4 კვირის გამოტოვება მოუწევს.

ბრაზილიელ ფეხბურთელს წუხანდელ შეხვედრაში ნატკენი მარცხენა ფეხი გაუსივდა. რაც შეეხება ალბას, კატალონიელმა მცველმა მუხლქვედა მყესი დაიშავა.

ნავარაუდევია, რომ ნეიმარი 19 მაისს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გასამართი მატჩისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

„ბარსელონას“ პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი აქვს დაკავებული და ლიდერ „ატლეტიკოს“ 4 ქულით ჩამორჩება.

ბექა დოგრაშვილი