შაკილ ო’ნილი: „შავკანიანები ყავას არ სვამენ“

„ლოს-ანჯელეს ლეიეკრსის“ ლეგემნდარულმა ცენტრმა შაკილ ო’ნილმა თავისი ერთ-ერთი აგდაწყვეტილება გაიხსენა, რომელსაც დღემდე ნანობს. „იაჰუსთან“ ინტერვიუში ო’ნილმა კომპანაი „სთარბაქსის“ გენერალურ დირექტორთან ჰოვარდ შულცთან საუბარი გაიხსენა.

„ჰოვარდმა მითხრა: „შაკ, ჩემთან ერთად „Starbucks“-ის ახალი ფილიალების გახსნას გთავაზობ, რომელიც იმ რაიონებში იმუშავებს, სადაც აფროამერიკელი მოსახლეობა ცხოვრობს“. ზოგადად, როდესაც რამის არ მჯერა, არაფრის გაკეთებაც ვცდილობ და ჩემს გადაწყვეტილებაზე ფულიც კი ვერ იმოქმედებს. ჩვენთან სახლში ყავა არასდროს იყო, ოჯახში მხოლოდ ჩაის თ იპოვიდით. ყავას არავინ სვამდა. ამიტომ ლეგენდარულ ჰვოარდ შულცს ასე ვუპასუხე: „სერ, შავკანიანები ყავას არ სვამენ. არამგონია, ამას შედეგი ჰქონდეს“. ამ მომენტში უბრალოდ მისი სახე უნდა გენახათ“, – ციტირებს ო’ნილს „Slam Online“.

შაკილ ო’ნილმა „Ice Bucket Challenge“-ს მონაწილეებს დასცინა

კალათბურთის ლეგენდამ შაკილ ო’ნილმა აქცია „Ice Bucket Challenge“-ში მონაწილეობა ორიგინალურად მიიღო.

დიჯეი შაკილ ო’ნილი (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდამ შაკილ ო’ნილმა გადაცემა „Inside the NBA“-ს ეთერში დიჯეი Irie-სთან ერთად თავისი შესაძლებლობები გამოამჟღავნა.

შაკილ ო’ნილი ჩარლზ ბარკლის პირდაპირ ეთერში მოეფერა (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდარული ცენტრი შაკილ ო’ნილი მაყურებელთა გართობას აგრძელებს.

„მაიამი ჰიტისა“ და „სან-ანტონიო სპურსის“ ფინალური სერიის მეოთხე მატჩის შესვენების დროს იგი ჩარლზ ბარკლის მოეფერა, შემდგომ კი, აკოცა კიდეც.

წარმოგიდგენთ ამ სახალისო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს:

შაკილ ო’ნილმა ბრენტ ბერის გიტარა დაამტვრია (ვიდეო)

ლეგენდარულმა ცენტმა შაკილ ო’ნილმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის გამარჯვებულის ბრენტ ბერის გიტარა დაამტვრია.

აღნიშნული ინციდენტი „ნიუ-იორკ ნიქსისა“ და „ბრუკლინ ნეტსის“ მატჩის შესვენებისას მოხდა. ტელეკომპანია TNT-მ, რომელზეც ო’ნილი მუშაობს, ბერი თავის გადაცემაში მიიწვია. ლეგენდარულ შაკილს კი „სან-ანტონიო სპურსის“ ექს-მოთამაშის მიერ ეთერში შესრულებული სიმღერა არ მოეწონა.

წარმოგიდგენთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს: