“ლივორნომ” დი კარლო გაათავისუფლა

“ლივორნოს” ხელმძღვანელობამ “მილანთან” წაგებული მატჩის შემდეგ კლუბის მთავარი მწვრთნელი დომენიკო დი კარლო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დროებით მწვრთნელად დავიდ ნიკოლა დაინიშნა.

“ლივორნომ” ბოლო 10 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება მოახერხა.