დრაგიჩმა პლეიოფში შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა

„მაიამი ჰიტის“ გამთამაშებელმა გორან დრაგიჩმა პლეიოფის მატჩებში შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა. „ტორონტო რეპტორსთან“ სერიის მეექვსე შეხვედრაში კალათბურთელმა 30 ქულა დააგროვა.

ხსენებულ შეხვედრაში დრაგიჩი თავისი გუნდის შემადგენლობიდან ყველაზე შედეგიანი იყო. სლოვენიელმა ანგარიშთ 103:91 მოგებულ მატჩში ასევე 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

გორან დრაგიჩი – სეზონის საუკეთესო ეპიზოდების ათეული (ვიდეო)

თქვენს წინაშეა ვიდეო, რომელშიც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ათი ეპიზოდია ასახული.