„ინტერის“ ყოფილი თავკაცი „პანაითინაიკოსის“ მთავარი მწვრთნელი გახდა

მილანის „ინტერისა“ და „უდინეზეს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი ბერძნული „პანაითნაიკოსის“ თავკაცად დაინიშნა, რაც კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

იტალიელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2016/17 წლების სეზონის ბოლომდე გაფორმდა. აღნიშნულ პოსტზე იტალიელმა იანის ანასტასიუ შეცვალა, რომელიც ორ ნოემბერს გაათავისუფლეს.

მიმდინარე სეზონში „პანაითნაიკოსი“ საბერძნეთის ჩემპიონატის 10 ტურის შემდეგ მე-2 ადგილს იკავებს. გუნდის აქტივში 22 ქულაა და პირველზე მყოფ „ოლიმპიაკოსს“ 8 ქულით ჩამორჩება.

2

„პანაითინაიკოსი“ – „ბარსელონას“ მატჩი ბომბის გამო შეჩერდა

გუშინ, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში „პანაითინაიკოსსა“ და „ბარსელონას“ შორის ევროლიგის მატჩი გაიმართა. შეხვედრის პირველი ნახევარი კატალონიელებმა ანგარიშით 40:23 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევრის სათამაშოდ გუნდები მოედანზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოდიოდნენ.

როგორც გაირკვა, პოლიციაში ანონიმური ზარი შევიდა, რომელმაც სამართალდამცავებს არენაში ბომბის არსებობის შესახებ აცნობა. ამის გამო პოლიციამ ტრიბუნებიდან გულშემატკივრებიც გაიყვანა.

მოგვიანებით, გაირკვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ორივე გუნდმა მატჩი განაახლა, რომელიც, საბოლოოდ, „ბარსას“ გამარჯვებით, 89:67 დასრულდა.

ჰიკმანმა ცსკა-სთან 15 ქულა დააგროვა, „ოლიმპიაკოსმა“ „რეალი“ დაამარცხა

გუშინ, საღამოს, ევროლიგის 1/4 ფინალის სამი შეხვედრა გაიმართა.

ათენის „ოლიმპიაკოსმა“ შინ მადრიდის „რეალი“ მიიღო და მეტოქეს ორი ქულით აჯობა. საუკეთესო მასპინძელთა რიგებში დანსტონი იყო, რომელმაც 21 ქულა დააგროვა, 9 მოხსნა და 4 გადაცემა გააკეთა.

„ოლიმპიაკოსი“ – „რეალი“ 78:76 (23:15, 22:23, 20:20, 13:18)

„ოლიმპიაკოსი“: დანსტონი (21 ქ. 9 მ. 4 პ.), სპანულისი (17 ქ. 4 პ. 5 დ.), ლოიესკი (11 ქ.), პეტუეი (11 ქ.)
„რეალი“: როდრიგესი (19 ქ. 4 პ.), ფერნანდესი (18), ლიული (16), რეიესი (13)

ანგარიში სერიაში: 1:2

მილანში მარცხის შემდეგ თელ-ავივის „მაკაბიმ“ შინ „არმანი ჯინსს“ შანსი არ დაუტოვა და 12 ქულით აჯობა. ისრაელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი რიკი ჰიკმენი იყო, რომელმაც 15 ქულა დააგროვა და 6 გადაცემა გააკეთა.

„მაკაბი“ – „არმანი ჯინსი“ 75:63 (15:16, 24:13, 22:16, 14:18)

„მაკაბი“: ბლუ (16 ქ.), ჰიკმანი (15 ქ. 6 პ.), ტაიუსი (14 ქ. 8 მ.), რაისი (9 ქ. 4 პ.), სხორცანიტისი (8), სმიტი (7)
„არმანი ჯინსი“: ჰეკეტი (14 ქ. 6 მ.), ლენგფორდი (12 ქ. 4 პ.), ჯერელსი (11), სამუელსი (8), მოსი (7 ქ. 5 მ.)

ანგარიში სერიაში: 2:1

გაიმარჯვა კიდევ ერთმა ბერძნულმა გრანდმა „პანაითინაიკოსმა“, რომელმაც ცსკა-სთან პირველი ორი წაგებული მატჩის შემდეგ სერიაში ანგარიში შეამცირა და შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

პანაითინაკოსი – ცსკა 65:59 (20:11, 21:24, 10:12, 14:12)

„პანაითინაიკოსი“: ლასმე (13 ქ.), რაიტი (10 ქ. 8 მ.), დიამანტიდისი (9 ქ. 5 პ. 3 ჩ.), ფოცისი (9 ქ. 7 მ.)
ცსკა: უიმსი (14 ქ.), რიდზონი (10), ვორონცევიჩი (7 ქ. 6 მ.), კრსტიჩი (6), ხრიაპა (1 ქ. 5 მ. 8 პ.)

ანგარიში სერიაში: 1:2