საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ კონიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე რუსეთი დაამარცხა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჩრდილოელ მეტოქეს 71:66 სძლია და „ბ“ ჯგუფში, სადაც საქართველოსა და რუსეთთან ერთად საფრანგეთი, ლიტვა, ლატვია და მონტენეგრო არიან თავმოყრილნი, ლიტვასთან საპატიო მეორე ადგილს იყოფს. საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე გამარჯვებაა – პირველ ტურში ქართველებმა მონტენეგროს 72:53 სძლიეს, რის შემდეგაც საფრანგეთთან დიდი სხვაობით წააგეს.

 

რუსეთთან მატჩის შემდეგ თურქეთში დავუკავშირდით საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ნიკოლო ჩერქეზიშვილს…

-რუსეთთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი და გასახარი იყო, თუმცა შეიძლებოდა, კიდევ უფრო დიდი სხვაობით მოგვეგო. ჩვენს ნაკრებს გუშინ საფრანგეთთან რთული მატჩი ჰქონდა. ვერ ვიტყვი, ფრანგებს გადაზრდილი მოთამაშეები ჰყავსო, მაგრამ თუკი ის ბიჭები, რომლებსაც გუშინ ვეთამაშეთ, მართლა 15-16 წლისანი არიან, ბრაქალა მათ. გუშინ ჩვენ ჩამოყალიბებული, თითქმის ზრდასრული მოთამაშეებისგან დაკომპლექტებულ გუნდს ვეთამაშეთ და საქართველოს ნაკრების წევრები ძალიან გადაიღალნენ. გოგა ბითაძემ მუხლი იტკინა და გადავრჩით, რომ სერიოზული ტრავმა არ მიიღო.

– ბითაძემ რუსეთთან ითამაშა და საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა…

– მას საფრანგეთთან მატჩში მუხლი ეტკინა და ბოლომდე მწყობრში არ ჩამდგარა. რუსებთან მან კარგად ითამაშა, თუმცა გამორჩევა არავისი მინდა. რუსეთთან მატჩით მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, მაგრამ გული მწყდება, რომ უფრო შთამბეჭდავი გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ და რუსებს მხოლოდ 5-ქულიანი მარცხი ვაკმარეთ.

– შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის?

– შედეგიც საჭიროა, თუმცა მნიშვნელოვანი ის გამოცდილებაა, რომელსაც ჩვენი ნაკრები ამ უძლიერეს ტურნირში იღებს. თუ ღმერთმა ქნა და ხვალ ლიტვას მოვუგეთ, ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი მოგვეცემა და მერე უკვე მართლაც სხვა სიმაღლეზე ავალთ. არადა, ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდს შორის თუ ვერ მოვხვდით, ტურნირზე ყველა ადგილი თამაშდება და მატჩებს მაინც საკმარისად ჩავატარებთ. 5 დღეში 5 შეხვედრა უნდა გავმართოთ და ეს ძალიან დიდი გამოცდილების მომტანი იქნება.

თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ტურნირი. 2 თებერვალი. კონია

რუსეთი 66:71 საქართველო

14:13, 17:24, 20:12, 15:22

სრული სტატისტიკა: 66:71

gbf.ge

თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე 1 მეოთხედფინალისტია გამოსავლენი

30 ოქტომბერს, საკალათბურთო აკადემიამ თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის 7 მარჩს უმასპინძლა. 4 ჯგუფიდან 3-ში თამაშები დასრულდა, გასამრთი დარჩა „ბ“ ჯგუფის 2 შეხვედრა და მცირე გამონაკლისის გარდა, ყველაფერი გარკვეულია.

31 ოქტომბერს, „ბ“ ჯგუფის ლიდერი „ორბი“ აუტსაიდერ „დინამოს“ ხვდება და რომც წააგოს, პირველ ადგილზე გადის, ხოლო მეორე მატჩი გაცილებით საინტერესოა – „მგზავრები“-„შევარენის“ დაპირისპირებას თუკი „მგზავრები“ მოიგებენ, პირდაპირ გავლენ მეოთხედფინალში, ხოლო თუკი „შევარდენი“ იმარჯვებს, სამი გუნდი თანაბარ ქულებს აგროვებს და ყველაფერს ურთიერთშეხვედრები გადაწყვეტს.

ჯგუფებში 1-2 ადგილებზე გასული გუნდები მეოთხედფინალში გადიან და ავტომატურად იღებენ საქართველოს ჩემპიონატის საგზურებს, ხოლო მესამეადგილოსნები ერთმანეთში ქვეყნის პირველობის 1 საგზურს გაითამაშებენ.

უფრო ნათელ სურათს ჯგუფების სატურნირო ვითარება და საპლეიოფო ბადის ნახვა მოგცემთ.

gbf.ge

U16 – მაკედონიაში, „Development Cup“ – ზე

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები (1998 წელს დაბადებულები) მაკედონიაში, „Development Cup“ -ის გათამაშებაზე იმყოფება. ეს ტურნირი ერთ-ერთია მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გასამართი ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის, სადაც ქვეყნის ღირსებას უკვე გოჩა ტყებუჩავას გაწვრთნილი გუნდი დაიცავს.

მთავარმა მწვრთნელმა მაკედონიაში შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:

რუსლან ბედიევი, გიორგი არაბიძე, ლაშა ლეჟავა, ირაკლი ბუღრიძე, ნიკა ნინუა, გაგა კუხიანიძე, ილო დონდოლაძე, გაბრიელ საგრიშვილი, ბექა ნიკოლაშვილი, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ირაკლი მოსულიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ნურლან სეიდოვი, გიორგი წულეისკირი, ლევან ისიანი, რატი არდაზიშვილი, დავით კობოური, ვატო არველაძე, გიორგი ბერძენაძე, ნიკა კვანტალიანი

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას დღეს, სკოპიეში, სომხეთის ასაკობრივ ნაკრებთან გამართავს. 23 აპრილს კი, კვიპროსის გუნდს შეხვდება.

სფფ-ის პრესსამსახური