პრემიერლიგა: მეათე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისის პრემიერლიგის მეათე ტურის მიმოხილვას.

ნიუკასლი – ლივერპული

ტურის პირველი შეხვედრა სენტ ჯეიმს პარკზე შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

საკმაოდ მოსაწყენ შეხვედრაში ერთადერთი გოლის ატორი აიოზე პერესი გახდა, რომელმაც მერსისაიდელთა კარი 73-ე წუთზე დალაშქრა.

ბრენდან როჯერსმა მარიო ბალოტელის აღიშნულ შეხვედრაშიც 90 წუთი დაუთმო, თუმცა იტალიელმა ფოვარდმა პრემირლიგაში “ლივერპულის” შემადგენლობაში სადებიუტო გოლის გატანა კვლავ ვერ შესძლო…

ჩელსი – ქპრ

მორიგი გამარჯვება მოიპოვა გათამაშების ლიდერმა. მოურინიოს გუნდმა გასულ ტურში საკუთარ მოედანზე “ქუინს პარკ რეინჯერსი” მიიღო და მეტოქეს მინიმალური სხვაობით სძლია.

“არისტოკრატემა” პირველი ტაიმი ოსკარის მიერ 32-ე წუთძე გატანილი გოლით მოიგეს. შესვენების შედმეგ სტუმრებმა ოსტინის ძალისხმევით კი გაათანაბრეს, თუმცა საბოლოოდ “ჩელსის” გამარჯვება ედენ აზარმა მოუტანა.

ბელგიელამ 75-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდის კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანა.

მანჩესტერ სიტი – მანჩესტერ იუნაიტედი

ინგლისის პრემიერლიგის X ტურის ცენტრალური მატჩი “ეტიჰადზე” შედგა, სადაც “მანჩესტერ სიტიმ” თანაქალაქელი “იუნაიტედი” მიიღო და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 63-ე წუთზე გაელ კლიშის პასით სერხო აგუერომ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 39-ე წუთიდან “წითელი ეშმაკები” მოედანზე უმცირესობაში იყვნენ. მთავარმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა კრის სმოლინგი გააძევა. ფეხბურთელმა პირველი ყვითელი ბარათი მხოლოდ იმის გამო მიიღო, რომ მეკარე ჯო ჰარტს ბურთის დროულად შეყვანის საშუალება არ მისცა, წითელი ბარათი კი უხეში თამაშის შემდეგ უჩვენეს.

“მანჩესტერ სიტიმ” აქტივში 20 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დამკვიდრდა. რაც შეეხება “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლუი ვან გაალის გუნდი 13 ქულით მეცხზე პოზიციაზეა

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

01/11/14

ნიუკასლი 1-0 ლივერპული
გოლი: აიოზე პერესი 73′
1               X             2
3.40         3.40        2.16

არსენალი 3-0 ბარნლი
გოლები: სანჩესი 70′ ; ჩემბერსი 72′ ; სანჩესი 90′
1               X             2
1.32        5.30         9.65

ჩელსი 2-1 ქპრ
გოლები: ოსკარი 32′ (1:0); ოსტინი 62′ (1:1); აზარი 75′ (2:1)
1               X             2
1.20        7.20        16.00

ევერტონი 0-0 სუონსი
1               X             2
1.80        3.45        4.85

ჰალი 0-1 საუთჰემპტონი
გოლი: ვანიამა 3′
1               X             2
3.85        3.45         2.00

ლესტერი 0-1 ვესტ ბრომვიჩი
გოლი: კამბიასო 47′ (ს.კ.)
1               X             2
2.40       3.25          3.05

სტოკ სიტი 2-2 ვესტ ჰემი
გოლები: მოზესი 33′ ; დიუფი 56′ (2:0); ვალენსია 60′ ; დაუნინგი 73′ (2:2)
1               X             2
2.50        3.20         2.95

02/11/14

მან. სიტი 1-0 მან. იუნაიტედი
გოლი: აგუერო 63′
1               X             2
1.95        3.50         4.15

ასტონ ვილა 1-2 ტოტენჰემი
გოლები: ვეიმანი 16′ (1:0); ჩადლი 84′ (1:1); კეინი 90′ (1:2)
1               X             2
3.40         3.30        2.20

03/11/14

კრისატალ პალასი – სანდერლენდი
1                  X                 2

2.10           3.35             3.70

პრემიერლიგის მიმოხილვა

პრემიერლიგის დრამატული სეზონის ბოლო ტური სენსაციების გარეშე დასრულდა. “მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონობა დამაჯერებლად მოიპოვა. 

 

ბოლო ტურის ყველა მატჩიდან გადამწყევტი მხოლოდ ერთი იყო. ფეხბურთის გულშემატკივრების ყურადღება “ეტიჰადზე” გამართულმა “სიტის” და “ვესტ ჰემის” დაპირისპირებამ მიიპრყო.

მანუელ პელეგრინიმ  ახლად გამოჯნამრთელებული აგუერო სასტარტოში განამწესა. მისი როლი მანჩესტერელებისთვსი ძალიან მნიშვნელოვანია. “ქპრ”-სთან შარშანდელი ბოლო ტურის მატჩი ალბათ ყველას კარგად ახსოვს. მაშინ “სიტიმ” ჩემპიონობა სწორედ აგუეროს დუბლით მიპოვა.

“სიტიმ” განსაკუთრებული სირთულეების გარეშე შესძლო  “ვესტ ჰემის” დამარცხება. პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყსისში ნასრის და კომპანის მიერ გატანილი გოლები ჩემპიონობის მომტანი აღმოჩნდა.

თავისი მატჩი “ლივერპულმაც” მოიგო, თუმცა ამ გამარჯვებამ როჯერსის გუნდს მხოლოდ მეორე პოზიცია მოუტანა.

 

ვიდიჩმა ბოლო მატჩი ვერ მოიგო

ტურის დარჩენილ მატჩებს სატურნირო თვალსაზრისით არანაირი ინტრიგა არ ახლდა. ლონდონის “არსენალმა” პრემიერლიგიდან გავარდნილი “ნორვიჩი” რემსის და ჯენკონსონის გოლებით დაამარცხა.

თასისი ფინალში “მეთოფეთა” მეტოქე “ჰალ სიტი” “ევერტონთან” დამარცხდა. თავი გამოიჩინა რომელუ ლუკაკუმ, რომლისთვისაც სავარაუდოდ ეს ლივერპულელთა შემადგენლობაში გატანილი უკანასკნელი გოლი იყო. დიდი ალბათობით მომავალი სეზონიდან ბელგიელი “ჩელსის” დაუბრუნდება.

მოურინიოს შეგირდებმა ჩემპიონატი მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს. “არისტოკრატებმა” კარდიფში შურლეს და ტორესის გოლებით მოიგეს.

ბოლო ტურის მატჩი ვერ მოიგო “მანჩესტერ იუნაიტედმა”. “ეშმაკებმა” “საუთჰემპტონის” დამარცხება ვერ შესძლეს.

 

11/05/14

კარდიფი 1-2 ჩელსი

გოლები: ბელამი 15′ (1:0); შურლე 72′ (1:1); ტორესი 75′ (1:2)

ფულემი 2-2 კრისტალ პელასი

გოლები: გეილი 28′ (0:1); ვუდროუ 61 (1:1); გაილი 84′ (1:2); დევიდი 90′ (2:2)

ჰალ სიტი 0-2 ევერტონი

გოლები: მაკკარტი 9′ (0:1); ლუკაკუ 46′ (0:2)

ლივერპული 2-1 ნიუკასლი

გოლები: შკრტელი 20′ (ს.კ. 0:1); აგერი 63′ (1:1); სტარიჯი 65′ (2:1)

მანჩესტერ სიტი 2-0 ვესტ ჰემი

გოლები: ნასრი 39′ ; კომპანი 49′ 

ნორვიჩი 0-2 არსენალი

გოლები: რემსი 53′ ; ჯენკინსონი 62′ 

საუთჰემპტონი 1-1 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები: ლამბერტი 28′ (1:0); მატა 54′ (1:1); 

სანდერლენდი 1-3 სუონსი

გოლები: დაიერი 7′ (0:1); ემნესი 14′ (0:2); ბორინი 50′ (1:2); ბონი 54′ (1:3)

ტოტენჰემი 3-0 ასტონ ვილა

გოლები: პაულინიო 14′ ; ბეიკერი 35′ (ს.კ.); ადებაიორი 38′ 

ვესტ ბრომვიჩი 1-2 სტოკ სიტი

გოლები: მაკოლი 22′ (ს.კ. 0:1); სესენიონი 56′ (1:1); ადამი 87′ (1:2)

მარტის საუკეთესოები – სუარესი, ჯერარდი და როჯერსი

ინგლისურ პრემიერლიგაში მარტის თვის საუკეთესოები დასახელდნენ.

მარტის საუკეთესო მოთამაშეებადნ “ლივერპულის” ფეხბურთელები, სტივენ ჯერარდი და ლუის სუარესი გახდნენ. თვის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული კი “ლივერპულის” დამრიგებელმა, ბრენდან როჯერსმა დაისაკუთრა.

მარტში წითლებმა 18 გოლი გაიტანეს და მანჩესტერის, კარდიფის, ტოტენჰემი, საუთჰემპტონი და სანდერლენდის დამარცხება მოახერხეს.

საფეხბურთო უიკენდის ტოპ 5

“ბარსას”, “იუვეს” და “ბაიერნის” რეკორდები, ვილაშ-ბოაშის გათავისუფლება და გასულ უქმეებზე მომხდარი სხვა საინტერესო ფაქტები. 

1. ვილაშ-ბოაში გათავისუფლებულია

“ლივერპულთან” გამართული მატჩი პორტუგალიელი სპეციალისტისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე. გამანადგურებელი მარცხი შემდეგ (0:5), ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ ვილაშ-ბოაშის გათავისუფლება გადაწვყიტა. როგორც “ტოტენჰემის” ოფიციალური ვებ გვერდი იუწყება, კონტრაქთი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზეა გაწყვეტილი. ამ მომენტისათვის, ლონდონელები მეშვიდე ადგილზე არიან და მათ აქტივში 27 ქულაა.

2. რეკორდსმენები

სამმა ევროპულმა გრანდმა გასულ უქმეებზე რეკორდი დაამყარა.
“ბარსელონამ” “ვილიარეალის” ძლევით პრიმერაში პირველი ადგილი შეინარჩუნა. კატალონიელები ჩემპიონტას 54 ტურის მანძილზე ლიდერობენ, რაც რეკორდულ შედეგ წარმოადგენს.

ტურინის “იუვენტუსმა” საშინაო შეხვედრაში “სასულოს” ძლევით იტალიის ახალი რეკორდი დაამყარა. ტურინელებმა ზედიზედ 8 შეხვედრა მოიგეს ისე, რომ გოლი არ გაუშვიათ საკუთარ კარში.

მიუნხენის “ბაიერნმა” “ჰამბურგს” სძლია (3:1). რაც იმას ნიშნავს, რომ “რეკორდმაისერმა” 16 ტურში 44 ქულას მოუყარა თავი, რაც აქამდე არნახული შედეგია ბუნდესლიგაში.

3. რონალდუმ მუზეუმი გახსნა

ცოტა გადავუხვიოთ წმინდა საფეხბურთო თემატიკას. მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა რონალდუმ მადეირაზე საკუთარი მუზეუმი გახსნა.  მუზეუმში წარმოდგენილია 2008 წლის “ოქროს ბურთი” და 28 წლის პორტუგალიელის 125 სხვა ჯილდო. აღსანიშნავია, რომ რონალდუს სპეციალური ოთახიც აქვს გამოყოფილი 2013 წლის “ოქროს ბურთისთვის”.

4. “ატლეტიკოს” მიღწევა

ესპანური პრიმერას კიდევ ერთი აღსანიშნავი მატჩი მადრიდში გამართული “ატლეტიკო” – “ვალენსია” იყო. მასპინძლებმა 3 ქულა მოიპოვეს და “ბარსელონასთან” ერთად აგრძელებენ სატურნირო ცხრილში ლიდერობას. ატლეტიკომ 16 ტურში 43 ქულას მოუყარა თავი. საინტერსოა, რომ აქამდე ასეთი შედეგი “რეალისა” და “ბარსელონას” გარდა არცერთი სხვა გუნდს არ ჰქონია.

5. განადგურებული მეთოფეები

ინგლისურ პრემიერლიგაში აღნიშვნის ღირსია ლიდერის, “არსენალის” გამანადგურებელი მარცხი. მეთოფეები “მანჩესტერ სიტიმ” დაამწუხრა. პირველ ტაიმში სტუმრები ასე თუ ისე იბრძოდნენ, მაგრამ “სიტიმ” მეორე ნახევარში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოო ჯამში დიდი ანგარიშით მოიპოვა გამარჯვება.