კონტეს შესანარჩუნებლად, აბრამოვიჩი მზადაა, ნეიმარიც კი გადაიბიროს

ლონდონის “ჩელსის” მფლობელს, რომან აბრამოვიჩს არ სიამოვნებს ანტონიო კონტეს მომავალთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვების არსებობა და მზადაა, მის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთოს.

როგორც ცნობილი ხდება, აბრამოვიჩმა უკვე შესთავაზა კონტეს ნეიმარის ტრანსფერი, რომელსაც “ბარსელონასთან” არსებული კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონ ევროს შეადგენს. თუმცა, იტალიელმა სპეციალისტმა ტრანსფერი მაშინვე დაბლოკა.

Tuttosport-ის ცნობით, აბრამოვიჩი მზადაა, ნებისმიერი ფეხბურთელი გადაიბიროს თავის კლუბში, თუ ეს კონტეს შესანარჩუნებლად საკმარისი იქნება.

შეგახსენებთ, რომ კონტეს გადაბირებით მილანის “ინტერია” დაინტერესებული. ისინი იტალიელ სპეციალისტს წელიწადში 15 მილიონსა და 400 მილიონიან სატრანსფერო ბიუჯეტს სთავაზობენ.

აბრამოვიჩმა კოშტა ჩინეთში არ გაუშვა

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ვარსკვლავმა უკვე დატოვა ევროპა და ჩინეთში წავიდა სათამაშოდ. მიზეზი მარტივია – ფული.

TuttoMercatoWeb-ი იტყობინება, რომ ცოტა ხნის წინ ჩინეთის სუპერლიგის გუნდმა, “ტიანცზინ ციუანცზიანმა” ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელს, რომან აბრამოვიჩს დიეგო კოშტას სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტი შესთავაზა.

თუმცა, რუსმა ბიზნესმენმა აზიელებს განუცხადა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, დიდი ალბათობით, მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს ჩელსისთან. ახალი დოკუმენტის მიხედვით, კოშტა გაზრდილ ხელფასს მიიღებს.,

შეგახსენებთ, რომ დიეგოს ამ სეზონში, პრემიერ ლიგაში 14 გოლი აქვს გატანილი.

არა “ჩელსის”! “ბარსელონა” მესის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ბოლო დროს ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ ლიონელ მესის მამა შეხვდა რომან აბრამოვიჩს და შვილის “ჩელსიში” გადასვლის საკითხი განიხილა.

ესპანურ გამოცემას, “მუნდო დეპორტივოს” თუ დავუჯერებთ, კატალონიური გუნდი არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ლიდერის გაყიდვას. მეტიც, “ბარსას” მესვურებს უნდათ, რომ ლეოს ახალი, 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზონ, რომლის მიხედვითაც იგი 2021 წლამდე დარჩება გუნდში. ის თანხა, რომელსაც ერთ კვირაში ანაზღაურების სახით მიიღებს მესი თუ “ბარსელონას” შემოთავაზებას დათანხმდება, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით 29 წლის მოთამაშის ხელფასი კვირაში 336 000 ფუნტს შეადგენს კვირაში. მესის ოფიციალური დოკუმენტები გუნდთან 2018 წლამდე აკავშირებს და იგი 250 მილიონ ევროდაა შეფასებული.

ვის ყიდვას სთხოვს მოურინიო აბრამოვიჩს?

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, კლუბის მეპატრონეს, რომან აბარმოვიჩს, გუნდის გაძლიერებას სთხოვს. პორტუგალიელ სპეციალისტს შემადგენლობაში “ბორუსიას” შემტევის, მარკო როისის ხილვა სურს.

ამ ეტაპზე როისი “ლურჯების” მთავარ სატრანსფერო მიზანია. 25 წლის გერმანელმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 7 მატჩი ჩაატარა და სამი გოლის გატანა შეძლო.

მოურინიო “ლივერპულთან” რამდენიმე მოთამაშეს დაასვენებს

“ჩელსის” მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა კლუბის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს რამდენიმე ფეხბურთელის დასვენების უფლება მისცა.

ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი “ატლეტიკოსთან” განმეორებითი შეხვედრის წინ კლუბის წამყვანი მოთამაშეების დასვენებას “ლივერპულთან” ჩემპიონატის ერთ-ერთი გადამწყვეტ მატჩში აპირებს.

“ჩელსის” ენფილდზე გამარჯვების შემთხვევაში პრმიერლიგის მოგების შანსი ეზრდება, თუმცა როგორც ჩანს ლონდონში პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაა.