შვეიცარიის ნაკრების 23 წლის შემტევი ნახევარმცველი ადმირ მეჰმედი “ფრაიბურგის” სრულფასოვანი წევრი გახდა. აქამდე ფეხბურთელი გერმანული კლუბის ღირსებას იჯარის წესით იცავდა.
მეჰმედი კონტრაქტით კიევის “დინამოსთან” იყო დაკავშირებული. თუმცა, “ფრაიბრუგმა” უკრაინელებს 4 მილიონი ევრო გადაუხადა და ფეხბურთელი გამოისყიდა.
ბუნდესლიგის მიმიდნარე სეზონში მეჰმედიმ 12 გოლი გაიტანა და “ფრაიბურგს” ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.