3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის მორიგი შესარჩვი ტური ოზურგეთში ჩატარდა, სადაც თავი 5-მა გუნდმა მოიყარა. ზედიზედ 3 ტურის (მცხეთა, თელავი, ბათუმი) მოგების შემდეგ წაუგებელი სერია დაარღვია გუნდმა AND1-მა. ფავორიტი გუნდის მძლეველი „Space Jam”-ი (კახა გიორგაძე, ირაკლი ქილიფთარი, საბა ზაქრაძე, კახა სირბილაშვილი) გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში AND1 (დათო ეძგვერაძე, თორნიკე ვარდოსანიძე, გიორგი ვახანია, ზუკა მაჩალაძე) 17:14 დაამარცხა.
ტურნირის მონაწილე 5 გუნდი – space jam, gurulebi, Old boys, And 1 და Poenix ერთ ჯგუფში იყო თავმოყრილი და 1 წრის შემდეგ ფინალში 2 საუკეთესო გავიდა. ფავორიტად მიჩნეულ AND1 -ს space jam-მა დიდი წინააღმდეგობა გაუწია და, საბოლოოდ, გამარჯვებასაც მიაღწია. შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური გურიის წარმომადგენელმა „Space Jam”-მა მოიპოვა.
გამარჯვებული და მეორე ადგილის მფლობელი AND 1 გურიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლაშა თოიძემ მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა. პირველ ადგილზე გასულ „Space Jam”-ს კი გურიის ფედერაციის პრეზიდენტისგან საჩემპიონო თასი ერგო.
მორიგი შესარჩევი ტური 1 ივლისს ზუგდიდში გაიმართება.
superleague.ge