“მილანმა” რიკარდო როდრიგესის ტრანსფერი შეათანხმა

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიური “მილანის” ხელმძღვანელებმა “ვოლფსბურგის” კუთვნილებაში მყოფი რიკარდო როდრიგესის ტრანსფერი შეათანხმეს.

როგორც ცნობილი ხდება, 24 წლის მარცხენა მცველის ტრანსფერზე მოლაპარაკებები რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა, სატრანსფერო ფასად კი 18 მილიონი ევრო სახელდება.

SportItalia-ს ცნობით, როდრიგესის კონტრაქტში მის გამოსასყიდ ტანხად 22 მილიონი ევრო იყო მითითებული, თუმცა გერმანელები ამ შემთხვევაში დათმობაზე წავიდნენ.

ვოლფსბურგი როდრიგესს გაუორმაგებს

“ვოლფსბურგის” ხელმძღვანელობას მარცხენა მცველ რიკარდო როდრიგესთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს.
გერმანული კლუბის თავკაცები 22 წლის მოთამაშეს ახალ ხელშეკრულებას გაორმაგებული ანაზღაურებით შესთავაზებენ. ასევე, კონტრაქტში  მის მინიმალურ გასაყიდ ფასს, 35 მილიონ ევროს დააფიქსირებენ.
მიმდინარე სეზონში როდრიგესმა “ვოლფსბურგის” შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა და სამ გოლთან ერთად ერთი საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში. აღსანიშნავია, რომ როდრიგესით “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდება.

ვოლფსბურგი როდრიგესის გაშვებას არ აპირებს

21 წლის რიკარდო როდრიგესის დამაჯერებელი თამაშით რამდენიმე ინგლისური კლუბი დაინტერესთა, თუმცა “ვოლფსბურგი” წამყვანი მცველის გასხვისებას არ აპირებს.

“როდრიგესის თამაშით კმაყოფილები ვართ. რა თქმა უნდა მას ახალ კონტრაქტს შევთავაზებთ” – განაცხადა “მგლების” მენეჯერმა კლაუს ალოფსმა.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში შვეიცარელმა 31 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.