ბობანი: „ბალოტელი ტოპფეხბურთელი არ არის“

„მილანის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ზვონიმირ ბობანმა, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა.

„ჯანკარლო მაროკის, კრისტიან პანუჩისა და საზოგადოების 99,9%-ს მსგავსად, ვფიქრობ, ბალოტელი ტოპფეხბურთელი ნამდვილად არ არის.

მარიო კარგი ბიჭია, თუმცა იგი ძალიან ჯიუტია და საკუთარი თავის კრიტიკა არ იცის. ჩვენ, ექსპერტებს, ხელფასს სიტყვებისთვის გვიხდიან. გავბედავ და ვიტყვი, რომ ბალოტელი უბრალოდ არ ფიქრობს.

„რომასთან“ მარიომ იმდენად საშინლად ითამაშა, რომ თანაგუნდელები გააღიზიანა“, – განაცხადა ბობანმა „Radio Deejay“-ის ეთერში.