4 დეკემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “ნიცასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში, 44-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მეტოქის კარში გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა.
ჭდე: იბრა
იბრაჰიმოვიჩი: “მე მთელ დანიის ნაკრებს კარიერა დავასრულებინე”
გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მან დანიის ნაკრების ყველა ფეხბურთელს კარიერა დაასრულებინა.
შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს, დანიამ საკუთარ მოედანზე შვედეთი მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. სტუმართა მხრიდან ორივე გოლი ზლატანმა გაიტანა. ორი მატჩის ჯამში, შვედებმა ანგარიშით 4:3 გაიმარჯვეს და ევრო 2016-ის საგზური მოიპოვეს.
“ისინი ამბობდნენ, რომ ამ მატჩის შემდეგ კარიერას დავასრულებდი. თუმცა, მე მთელ დანიის ნაკრებს კარიერა დავასრულებინე”, – ციტირებს იბრას სიტყვებს BBC.
ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლი დანიის ნაკრების კარში (ვიდეო)
17 ნოემბერს, დანიისა და შვედეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩში ანგარიში მე-19 წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გახსნა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანაგუნდელების წინააღმდეგ
1. როდნი სტრასერის წინააღმდეგ
2. ანტონიო კასანოს წინააღმდეგ
3. რობინიოს წინააღმდეგ
4. კევინ-პრინს ბოატენგისწინააღმდეგ
5. ისევ ბოატენგი
6. შვედეთში
ბონუსი: ყოფილი თანაგუნდელის წინააღმდეგ
გალიანი: “იბრა? მე არაფერი ვიცი”
იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ბოლო დროს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში, იტალიურ პრესაში ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ ზლატანი “როსონერიში” ბრუნდება.
“იბრა? ზლატანი “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელია, მე არაფერი ვიცი“, – უთხრა გალიანიმ ჟურნალისტებს.
როგორი პასი გააკეთა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ლიონთან” მატჩში (ვიდეო)
1 აგვისტოს, საფრანგეთის სუპერთასზე, “პარი სენ-ჟერმენსა” და “ლიონს” შორის გამართულ მატჩში (2:0), ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესანიშნავი პასი გააკეთა.
იბრაჰიმოვიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედს” შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ გაუტანა (ვიდეო)
30 ივლისს, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის ჩემპიონთა თასზე შეხვედრა გაიმართა, რომელიც პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშთ 0:2 დასრულდა.
მატჩის 34-ე წუთზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მანჩესტერელთა კარში გოლი ლამაზი კომბინაციის შემდეგ გაიტანა.
30 წელს გადაცილებული 5 ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში
გთავაზობთ იმ 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელების ათეულს, რომლებშიც კლუბებმა ყველაზე დიდი თანხა გადაიხადეს.
5. ჟერემი მატიე (30 წლის)
“ვალენსიადან” “ბარსელონაში” – 14 მილიონი ფუნტ სტერლინგი
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (30 წლის)
“მილანიდან” “პარი სენ-ჟერმენში” – 15 მილიონი ფუნტ სტერლინგი
3. დიეგო მილიტო (30 წლის)
“ჯენოადან” “ინტერში” – 18 მილიონი ფუნტ სტერლნგი
2. სამუელ ეტოო (30 წლის)
“ინტერიდან” “ანჟიში” – 21 მილიონი ფუნტ სტერლინგი
1. გაბრიელ ბატისტუტა (31 წლის)
“ფიორენტინადან” “რომაში” – 23 მილიონი ფუნტ სტერლინგი
იბრაჰიმოვიჩმა მაქსველს სუპერპასი გაუკეთა (ვიდეო)
8 მაისს, საფრანგეთის ჩემპიონატში “პარი სენ-ჟერმენსა” და “გენგამს” შორის გამართულ მატჩში 56-ე წუთზე სტუმართა კარი მაქსველმა დალაშქრა, რომელსაც საგოლე გადაცემა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაუკეთა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “პარი სენ-ჟერმენის” მაისურით მე-100 გოლი გაიტანა (ვიდეო)
8 აპრილს, საფრანგეთის თასზე, “პარი სენ-ჟერმენსა” და “სენტ-ეტიენს” შორის გამართულ მატჩში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პარიზული კლუბის მაისურით მეასე გოლი გაიტანა.
“პარი სენ-ჟერმენის” ათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი
გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია დასახელებული.
იბრაჰიმოვიჩი: “საფრანგეთის ჩემპიონატში ჯერ ყველაფერი არ გადაწყვეტილა”
“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა.
შეგახსენებთ, რომ “პსჟ” ცხრილში უახლოეს მდევარ “მონაკოს” რვა ქულით უსწრებს, ხოლო ჩემპიონატის დასრულებამდე ათი ტურია დარჩენილი.
“აშკარაა, რომ კარგ სეზონს ვატარებთ. მშვენიერი გუნდი გვყავს და შედეგიც სახეზეა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე ვიმყოფებით, საფრანგეთის ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად, ყველაფერი გადაწყვეტილი არაა”, – ამბობს იბრა.