“ლესტერის” სამიზნეთა სიაში თორგან აზარიც მოხვდა

Het Laatste Nieuws-ის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, ინგლისური “ლესტერის” ხელმძღვანელები ედენ აზარის ძმის, თორგან აზარის გადაბირებას აპირებენ.

წყაროს ცნობით, სტივ უოლში – ადამიანი, რომელმაც გუნდში ჯეიმი ვარდი, რიად მარეზი და ნ’გოლო კანტე მოიყვანა – პირადად აკვირდება 23 წლის ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად “მიუნხენგლადბახის ბორუსიას” ღირსებას იცავს.

აზარი გერმანულ კლუბს გასულ ზაფხულში შეუერთდა, მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ მისი და “ჩელსის” გზები უნდა გაყრილიყვნენ. მან ბუნდესლიგის 27 მატჩში 3 გოლისა და ამავე ოდენობის ასისტის ჩაწერა მოახერხა აქტივში.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “მელიები” “ანდერლეხტის” 21 წლის შემტევს ნახევარმცველს, დენის პრაეტსაც აკვირდება.

ტორგან აზარის ლამაზი გოლი “გენკის” კარში

25 აპრილს, ბელგიის ჩემპიონატში, “ვარეგემსა” და “გენკს” შორის გამართულ მატჩში (2:2), ედენ აზარის ძმამ ტორგან აზარმა მეტოქის კარში ლამაზი გოლი გაიტანა.