“ჰალ სიტიში” წარუმატებელი იჯარის შემდეგ სეზონის დარჩენილ ნაწილს ჰატემ ბენ არფა “ნიცაში” გაატარებს. წესით, ფეხბურთელი “ნიუკასლში” უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა საბოლოოდ საფრანგეთში გადასვლა გადაწყდა.
წინასწარი შეთანხმების შესახებ ინფორმაცია “ნიცას” ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა. ხელშეკრულება კი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაფორმდება, რომელიც ორშაბთს არის დანიშნული.
ფრანგულ პრესაში ისიც კი დაიწერა, რომ “ნიუკასლი” ფეხბურთელს უსასყიდლოდ დაუთმობდა მსურველ გუნდს.