27 აპრილს, ჰოლანდიის ერედივიზიონში, არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “იგზლი” მიიღო და მეტოქესთან ფრედ 2:2 ითამაშა.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი მცველი გურამ კაშია, რომელმაც 71-ე წუთზე, როცა ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 0:2 იყო, გოლის გატანა მოახერხა და სხვაობა ერთამდე შეამცირა. საბოლოოდ, “ვიტესმა” ქულის მოპოვება 79-ე წუთზე, პროპერის მიერ გატანილი გოლის შემდეგ მოახერხა.
კაშიას გარდა, მატჩში მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა. ვალერი ყაზაიშვილი სათადარიგოთა რიგებში იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო.