ბრაზილიურმა კონსალტინგურმა კომპანია Pluri Consultoria-მ 2014 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირი საფეხბურთო ლიგების სია გამოაქვეყნა. თითოეული ლიგის ღირებულება 77 სხვადასხვა კრიტერიუმით იქნა გამოთვლილი. ყველაზე ძვირ ჩემპიონატად ინგლისის პრემიერლიგა დასახელდა, მეორე ადგილი ესპანეთის პრიმერადივიზიონმა დაიკავა, მესამე კი – გერმანიის ბუნდესლიგამ.
მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე ძვირი ეროვნული ლიგების თხუთმეტეული ასე გამოიყურება.
2014 |
2013 |
2012 |
ჩემპიონატი |
2014* |
2013* |
1 | 1 | 1 | ინგლისი | 3,611 | 2,944 |
2 | 2 | 2 | ესპანეთი | 2,593 | 2,294 |
3 | 4 | 4 | გერმანია | 2,381 | 1,844 |
4 | 3 | 3 | იტალია | 2,177 | 1,856 |
5 | 5 | 5 | საფრანგეთი | 1,709 | 1,326 |
6 | 6 | 7 | რუსეთი | 1,282 | 1,143 |
7 | 7 | 8 | თურქეთი | 1,096 | 0,954 |
8 | 9 | 9 | პორტუგალია | 0,841 | 0,791 |
9 | 10 | 11 | უკრაინა | 0,687 | 0,641 |
10 | 8 | 6 | ბრაზილია | 0,672 | 0,935 |
11 | 11 | 10 | ინგლისი (ჩემპიონშიფი) | 0,650 | 0,609 |
12 | 12 | 13 | ჰოლანდია | 0,621 | 0,594 |
13 | 13 | 12 | მექსიკა | 0,564 | 0,547 |
14 | 14 | 14 | არგენტინა | 0,514 | 0,508 |
15 | 15 | 16 | ბელგია | 0,509 | 0,401 |
* ღირებულება მოცემულია მილიარდ ევროში.
ბექა დოგრაშვილი