გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში პორტუგალიამ და ესპანეთმა ფრე, 3:3 ითამაშეს. საგულისხმოა, რომ ერთ-ერთ მომენტში “ფურია როხას” მეკარემ, დავიდ დე ხეამ კრიშტიანუ რონალდუს დარტყმის შემდეგ, ბურთის ხელში შეკავება სცადა, რაც არ გამოუვიდა და გოლიც გავიდა.
ნახსენებ შეცდომაზე ჰკითხეს ესპანელთა თავდამსხმელს, იაგო ასპასს.
“მართალია, ეს მომენტი მოხდა, თუმცა ის მაინც მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. უცნაურია, რომ ამაზე კითხვა ჩნდება. მიკვირს, დე ხეას შეცოდამზე ამდენ შეკითხვას რომ სხვამთ. არავინ აპირებს მის მოკვლას ერთადერთი შეცდომის გამო. დავიდი ძალიან კარგი მეკარეა და ეს არაერთხელ დაამტკიცა. მან ძალიან ბევრ შემთხვევაში გადაგვარჩინა,” – ამბობს ასპასი.