ლაციოს ყველაზე ცნობადი ახალგაზრდა ფეხბურთელი ბარიში გადავიდა

“ლაციოს” 18 წლის ფეხბურთელი ჯოზეფ მინალა კარიერას “ბარიში” გააგრძელებს. კამერუნელი ლეგიონერი სერია ბ-ს კლუბში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.

შეგახსენებთ, მინალა ცნობილი მისი ასაკის შესახებ აგორებული სკანდალის შემდეგ გახდა. იტალიური პრესის ცნობით ფეხბურთელი 17-ის კი არა, არამედ 42 წლის იყო.

Bv4E2JYIEAAu_hI

ჯოზეფ მინალა: “იმისათვის, რომ ჩემი ასაკი დავამტკიცო, სამედიცინო შემოწმებას გავივლი”

2014 წლის თებერვალში, რომის “ლაციოს” ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი ჯოზეფ მინალა საკმაოდ ცნობადი გახდა. ამის მიზეზი კი მის გარშემო ამტყდარი სკანდალი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ბევრის აზრით, მინალა 17 წლის მაგივრად, 40 წლის ადამიანი იყო. ამ ყოველივემ ახალგაზრდა მოთამაშე ისე გააღიზიანა, რომ საბოლოოდ სამედიცინო შემოწმების გავლა გადაწყვიტა.

“მე კამერუნიდან ვარ. 1996 წლის 24 აგვისტოს დავიბადე. ჩემი აზრით, აფრიკელები ჩვენს ასაკთან შედარებით უფრო დიდად გამოვიყურებით, მაგრამ იმისათვის, რომ ჩემი წლოვანება დავამტკიცო, სამედიცინო შემოწმებას გავივლი”, – ამბობს მინალა.