პირლო: „იტალია შემტევ ფეხბურთს ითამაშებს“

იტალიის ნაკრების ნახევარმცველის ანდრეა პირლოს თქმით, მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი გუნდი დაცვით ფეხბურთის ჩვენებას არ აპირებს.

„იტალია შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ ვცდილობთ მატჩის სადავეები ხელიდან არ გავუშვათ და შეხვერისგან სიამოვნება მივიღოთ.

ასე თამაშს მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვაპირებთ. ვფიქრობ, იტალია კარგად გამოვა. წარმატების მისაღწევად ყველაფერი გვაქვს.

მიხარია, რომ ასეთ ტურნირში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მაქვს“, – განაცხადა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის პირველ მატჩში „სკუადრა აძრას“ მეტოქე ინგლისის ნაკრები იქნაბ.

ალექსანდრე მატევოსოვი

მუნდიალის მოგების შემთხვევაში, ესპანეთის ნაკრების თითოეული წევრი 720 ათას ევროს მიიღებს

მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, ესპანეთის ნაკრების თითოეული ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი 720 ათას ევროს მიიღებს.

ამ თანხიდან 72 ათასს ესპანელები 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში მიიღებენ. 180 ათასი ევრო „ფურია როხას“ ყოველ წევრს 1/2 ფინალში გასვლის შემთხვევაში გადაეცემა, ხოლო თუ ნაკრები მხოლოდ ფინალისტი გახდება, გუნდის წევრები 360 ათას ევროს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ 2006 წლის მუნდიალზე ესპანელთათვის მსგავსი პრემია 540 ათას ევროს შეადგენდა, ხოლო 4 წლის წინ – 600 ათას ევროს.

მოახლოებული პლანეტის პირველობის ჯგუფურ ეტაპზე ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის მეტოქეთა შორის ჰოლანდია, ავსტრალია და ჩილე იქნებიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჰოჯსონი მუნდიალისთვის საბოლოო განაცხადს 12 მაისს წარადგენს

ბრაზილიაში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ინგლისის ნაკრების საბოლოო განაცხადი სულ მალე გახდება ცნობილი.

როგორც გაირკვა, ინგლისელთა თავკაცი როი ჰოჯსონი საბოლოო 23-კაციან განაცხადს საჯაროდ 12 მაისს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის მეტოქეთა შორის იტალიის, ურუგვაისა და კოსტა რიკის ნაკრებები იქნებიან.

ალექსანდრე მატევოსოვი