მიუნხენის „ბაიერნის“ წევრთა შეხვედრა შედგა, რომელზედაც კლუბის ახალ პრეზიდენტად პრაქტიკულად ერთხმად კარლ ჰოპფნერი აირჩიეს.
გამოკითხვაში კლუბის 1593 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. აქედან მხოლოდ ხუთმა პირმა მისცა ხმა ჰოპფნერის წინააღმდეგ, ერთმა კი თავი შეიკავა.
ამრიგად, „ბაიერნში“ ული ჰიონესის მემკვიდრედ ჰოპფნერი ხმათა 99,6 პროცენტით აირჩიეს.
შეგახსენებთ, რომ ბავარიულ კლუბში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ჰიონესს გერმანიის სასამართლომ გადასახადების დამალვისთვის სამწელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.