მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ მიმდინარე სეზონი შეაფასა.
„ხოსეპ გვარდიოლა ჩვენი კლუბის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. იგი ჩინებული და წარმატებული მწვრთნელია. მას თავისი ფისოლოსოფია და საფეხბურთო ხედვა გააჩნია. გარდა ამისა, გვარდიოლა კარგი ადამიანიცაა.
ძალიან გაგვიმართლა, რომ არჩევანი მან ჩვენ სასარგებლოდ გააკეთა.
ბოლო დღეებში საკმაოდ ბევრი ნეგატივი გადავიტანეთ. ამის მიუხედავად, „ბაიერნმა“ ამ მოთამაშეებითა და სისტემით ჩინებული სეზონი ჩაატარა. ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში მარცხი კი საპირისპიროს არ ამტკიცებს. ასე რომ, დიდი ტრაგედია არ მომხდარა“, – განაცხადა რუმენიგემ.
ალექსანდრე მატევოსოვი