“ფეინოორდის” ფანებმა ჟერვინიოს გასაბერი ბანანი ესროლეს (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე როტერდამის “ფეინოორდსა” და “რომას” შორის გამართულ მატჩში ჰოლანდიელმა ფანებმა სტუმართა თავდამსხმელ ჟერვინიოს დიდი გასაბერი ბანანი ესროლეს. 56-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა დაძაბული ვითარების გამო შეხვედრა 20 წუთით შეწყვიტა. მატჩის განახლების შემდეგ ჟერვინიომ “ფეინოორდის” ფანებს გატანილი გოლით უპასუხა.

შეხვედრა “რომას” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა (ორი მატჩის ჯამში 3:2).

სენეგალელმა ფეხბურთელმა გატანილი გოლის შემდეგ ბანანი შეჭამა

გასულ კვირაში, “ვილიარეალსა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, დანი ალვეშმა მოედანზე გადაგდებული ბანანი შეჭამა.

ახლა კი, საფრანგეთის რანგით მესამე დივიზიონში “გაზელეკ აიაჩოსა” და “რედ სტარსს” შორის გამართულ შეხვედრაში, გატანილი გოლის შემდეგ სენეგალელმა ფამარა დიედიუმ ბანანი მიირთვა.