მილანის “ინტერმა” კატალონიური “ბარსელონას” მცველი მარტინ მონტოია ინათხოვრა. იტალიურ კლუბს ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ინტერმა” მონტოიას ერთწლიან იჯარაში 1,5 მილიონი ევრო გადაიხადა, სრულად გამოსყიდვისთვის კი დამატებით 8 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.
მარტინ მონტოიამ ესპანეთის პრიმერადივიზიონის გასულ გათამაშებაში რვა მატჩი ჩაატარა.