მარტინო: “ვიცოდი, მესი ნაკრებში რომ დაბრუნდებოდა”

არგენტინის ეროვნული ნაკრეიბსა და “ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა, ტატა მარტინომ ლეო მესიზე ისაუბრა, რომელმაც სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ კარიერა განაახლა.

“ვიცოდი, რომ მესი გადაიფიქრებდა და უკან, ნაკრებში დაბრუნდებოდა.” – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა ESPN FC-სთან საუბრისას.

“ჩემი გუნდიდან წასვლა კი სხვადასხვა ტიპის პრობლემებმა განაპირობა. ამაზე ბევრი ვიფიქრე.” – დაამატა ტატა მარტინომ, რომელმაც ნაკრები ჩილესთან კოპა ამერიკას ფინალში, პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ დატოვა.

არგენტინის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, მარტინომ “ატლანტა იუნაიტედი” ჩაიბარა, რომელიც ამერიკულ MLS-ში ასპარეზობს.

ოფიციალურად: ტატა მარტინომ არგენტინის ნაკრები დატოვა

ხერარდო მარტინო არგენტინის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. ეს გადაწყვეტილება მან კოპა ამერიკის ფინალში განცდილი მარცხიდან ერთი თვის შემდეგ მიიღო.

“ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა “ალბისელესტე” კოპა ამერიკის ბოლო ორი გათამაშების ფინალში გაიყვანა, თუმცა ორივეში დამარცხდა. ბოლო მარცხს კი ლეო მესის ნაკრებიდან წასვლა და დიდი არეულობა მოჰყვა, რამაც ტატა ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

მარტინომ ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარა. იმ დროიდან დღემდე, მისი თავკაცობით ნაკრებმა მხოლოდ ერთხელ წააგო (სატურნირო მატჩში) , ისიც ეკვადორთან (2015 წლის ოქტომბერში).

საერთო ჯამში, მარტინომ 29-დან 19 მატჩის მოგება მოახერხა.

ხერარდო მარტინომ პარაგვაისთან ფრედ დასრულებული მატჩი შეაფასა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ „კოპა ამერიკას“ პირველ ტურში პარაგვაისთან ფრედ 2:2 დასრულებული მატჩი შეაფასა.

„ვალდესის გოლზე განსაკუთრებით სათქმელი არაფერი მაქვს, 50 წუთის განმავლობაში თამაშს ვაკონტროლებდით და გატანა კიდევ შეგვეძლო. შემდგომ თავდაჯერებულობა დავკარგეთ და მეტოქის ზეწოლას ვერ გავუძელით, რეაგირება კი ვერ მოვახერხეთ.

მოედანზე სრული დომინირებით უნდა ვთამაშობდეთ, ისეთ გრძნობა მაქვს, რომ კონტროლი დავკარგეთ. შექმნილი მდგომარეობა უნდა შევაფასოთ. არადა, პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად იყო.

ჩვენთვის ეს დარტყმაა, თუმცა მას უნდა გავუძლოთ. ბრძოლას გავაგრძელებთ. კარგია, რომ ეს ჯგუფურ ეტაპზე და არა პლეიოფში მოგვივიდა.

გამარჯვება ხელიდან გავუშვით, რაც ჩვენი მინუსია“, – თვლის მარტინო.

ოფიციალურად: არგენტინის ნაკრები ტატა მარტინოს ჩააბარეს

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ეროვნული ნაკრები “ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო (ტატა) მარტინომ ჩაიბარა. გუნდის თავკაცის პოსტზე მარტინოს წარდგენა ხუთშაბათს შედგება.

კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის ოთხწლიანი კონტრაქტი უნდა გაფორმებულიყო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე “ალბისელესტეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალეხანდრო საბელია მუშაობდა, რომელმაც დაკავებული თანამდებობა ბრაზილიაში წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვა. საბელიას ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრებმა მუნდიალზე მეორე ადგილი აიღო.

 

ხერარდო მარტინო „ბარსელონას“ ტოვებს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 38-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:1) შემდეგ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. არგენტინელმა სპეციალისტმა კატალონიური გუნდი 2013 წელს ჩაიბარა და 2013-14 წლების სეზონში ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა.

„მინდა გითხრათ, რომ „ბარსელონას“ აღარ ვთავკაცობ. გამოხატული ნდობისთვის მადლობელი ვარ და ვწუხვარ, რომ დასახული მიზნების მიღწევა ვერ შევძელი. ამაყი ვარ იმით, რომ ასეთ კლუბში ვიმუშავე“, – მარტინოს სიტყვებს ესპანური გამოცემა „მარკა“ აქვეყნებს.

არგენტინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიიღო.

ბექა დოგრაშვილი

მარტინო: „მესის მომავალზე საუბრები მაოცებს“

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო ლიონელ მესის კლუბიდან შესაძლო აბარგების შესახებ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოემხაურა. არგენტინელი ფეხბურთელი ზოგმა „პარი სენ-ჟერმენს“, ზოგმა კი „მანჩესტერ სიტის“ დაუკავშირა.

„მესი 12 წლის ასაკიდან „ბარსელონაშია“. ის აქ კარიერის ბოლომდე დარჩება. მე ასე ვფიქრობ.

მესის მომავლის შესახებ საუბრები მაოცებს. ჩვენ მის გაყიდვაზე არც კი ვფიქრობთ“, – მარტინოს სიტყვებს sport.es აქვეყნებს.

ბექა დოგრაშვილი

კრუიფმა, მარტინო „ბარსელონას“ ხელმძღვანელობისგან ზეწოლას განიცდისო

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი, „ბარსელონას“ ყოფილი მოთამაშე და მთავარი მწვრთნელი იოჰან კრუიფი კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობის გაკრიტიკებას აგრძელებს. ჰოლანიელი სპეციალისტის თქმით, „ბარსელონას“ თავკაცი ხერარდო მარტინო გადაწყვეტილების მიღებაში შეზღუდულია, რადგან ის კლუბის ხელმძღვანელობის ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

„მარტინომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, მაგრამ „ბარსელონას“ თავკაცი მთავარი ფიგურა არ გახლავთ. ძალიან რთულია, როდესაც რაიმეს გაკეთება გინდა და ამის უფლებას რაღაც მიზეზის გამო არ გაძლევენ. დიდი ხანია, „ბარსელონას“ ასეთი გეზი აქვს აღებული და რაც დრო გადის, ეს ყველაფერი მით უარეს სახეს იღებს“, – კრუიფის სიტყვები ესპანურმა „მარკამ“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ტატა მარტინო: „ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება“

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 27-ე ტურში „ბარსელონა“ სტუმრად „ვალიადოლიდთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა. კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ „ბარსა“ სასურველ ფორმაში არ არის, თუმცა მისი ფეხბურთელები ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

„სანამ მათემატიკური შანსი გვექნება, ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მარდად ვერ ვმოქმედებდით, მით უფრო მეტოქის ნახევარზე. სათამაშო უპირატესობა ხელთ ვერ ვიგდეთ. ბურთს კი ვფლობდით, მაგრამ სიღრმეში ვერ ვიწევდით.

გასაგებია, რომ ჩემი გუნდი სასურველ ფორმაში არ არის. „რეალთან“ კონკურენციისთვის სრულყოფილად უნდა მოქმედებდე“, – ციტირებს ტატა მარტინოს სიტყვებს ესპანური პრესა.

ბექა დოგრაშვილი

მარტინო: „მესის გული ხშირად ერევა“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ კლუბის ლიდერმა ლიონელ მესიმ ხშირი გულისრევისა და ღებინების ჩვილით სამედიცინო სპეციალისტებს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ მესის არგენტინისა და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის გამართული ამხანაგური მატჩის (0:0) მიმდინარეობისას გული აერია.

„ეს არ არის ნორმალური რამ, თუმცა მის თამაშზე არ იმოქმედებს. ასეთი რამ მას ხშირად ემართება. ლეომ რამდენჯერმე სპეციალისტებსაც მიმართა, მაგრამ პრობლემა ვერ აღმოიფხვრა. ამის მიუხედავად, შეშფოთების საბაბი არ გვაქვს. ეს ყველაფერი მესის მუშაობაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს“, – ტატა მარტინოს სიტყვები football-espana-მ გამოაქვეყნა.

 

მარტინო: “ნეიმარს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ტატა მარტინო აცხადებს, რომ “ბლაგაურნას” ბრაზილიელ ფეხბურთელ ნეიმარს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი კატალონიურ გრანდში გასულ ზაფხულს, ბრაზილიური “ინტერნასიონალიდან” გადავიდა.

“ჩემი აზრით, ნეიმარს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი. რა თქმა უნდა, ის ესპანელი მსაჯების სტილსა და მთლიანად ესპანურ ფეხბურთს უნდა შეეჩვიოს”, – ამბობს მარტინო.