ფუტსალის ევრო 2018-ის პლეი-ოფის მატჩები სექტემბერში გაიმართება

ფუტსალში ევროპის 2018 წლის პლეი-ოფის წილისყრა 6 ივლისს გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის 8 ნაკრები იბრძოლებს. მეინ რაუნდის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფუტსალის ნაკრების სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა გაირკვა. პლეი-ოფში გასული გუნდები: საქართველო, უნგრეთი, ხორვატია, რუმინეთი, სერბეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და საფრანგეთი. რვა გუნდისგან წილისყრის შედეგად ოთხი წყვილი შედგება. გამარჯვებული ოთხი ნაკრები კი სლოვენიაში გაემგზავრება.

პლეი-ოფის პირველი მატჩები 10-13 სექტემბერს და 24-27 სექტემბერს ჩატარდება. 2018 წელს ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს სლოვენია 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს. ამ დროისთვის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე მხოლოდ რვა გუნდის ვინაობაა ცნობილი. სლოვენია, იტალია, აზერბაიჯანი, უკრაინა, პორტუგალია,ესპანეთი,ყაზახეთი და რუსეთი.

სფფ-ის პრესსამსახური

ფუტზალი: საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა

15 მარტს, ფუტსალის 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მეინ რაუნდის მზადების პროცესში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანგური შეხვედრა გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისის „ოლიმპიურ სასახლეში“ თურქეთს დაუპირისპირდა და შოთა ჭანუყვაძის ერთადერთი გოლით დაამარცხა მეტოქე.

გუნდებს შორის მორიგი ამხანაგური მატჩი 16 მარტს, კვლავ „ოლიმპიურ სასახლეში“ გაიმართება, 18:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ.

საქართველო — თურქეთი 1:0
თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

საქართველო: ჯამბურია, ჭანუყვაძე, ლუკავა, კურტანიძე, ნიკვაშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: გორგოშაძე, კაკაბაძე, დარჩია, თოფურია, კობაიაძე, მაისაია, ბობოხიძე, ნინოშვილი, მამულაძე, სიგუნავა
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

თურქეთი: მუტლუ, ტალჰაკანი, კოსეოღლუ, დემირი, ოზკანი
სათადარიგო შემადგენლობა: ერტოკი, კინლაკი, ჩიჩეკი, კესკინი, მენგი, აჩიკელი, იენიჩმეზი, ოზდემირი
მთავარი მწვრთნელი: სერკან გორგიულუ

გაფრთხილება: 2:42’ კესკინი, 16:56’ კოსეოღლუ, 26:45’ ოზდემირი, 37:71’ ჭანუყვაძე
გაძევება: 37:71’ ოზკანი
გოლი: 1:0 ჭანუყვაძე (34:36)

მსაჯები: არსენ ნონიკაშვილი, შოთა ქუხილავა, ზვიად ბლიაძე, გრიგოლ ბლიაძე.

სფფ-ის პრესსამსახური

ფუტსალის ევრო 2018-ის მეინ-რაუნდის ა ჯგუფს თბილისი უმასპინძლებს

ევრო 2018 -ის მეინ-რაუნდის ა ჯგუფის კალენდარი ცნობილია. თამაშები 8, 9 და 11 აპრილს, თბილისში გაიმართება, ხოლო საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეტოქეები ბელარუსის, იტალიისა და ჰოლანდიის ნაკრებები იქნებიან.

8 აპრილი, 2017

იტალია : ბელარუსი
საქართველო: ჰოლანდია

9 აპრილი, 2017

ჰოლანდია : იტალია
საქართველო : ბელარუსი

11 აპრილი, 2017

ბელარუსი: ჰოლანდია
იტალია: საქართველო

აღნიშნული რაუნდიდან ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას 7 პირველადგილოსანი პირდაპირ მოიპოვებს, 7 მეორეადგილოსანი და 1 საუკეთესო მესამეადგილოსანი კი პლეი-ოფში ჩაერთვებიან და ამ გზით გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას. პლეი-ოფის მატჩები 2017 წლის სექტემბერში გაიმართება. ევრო 2018-ს კი, სლოვენია უმასპინძლებს.

ქუჩის ფეხბურთის, ფუტსალისა და ფრისტაილის საუკეთესო ტრიუკები (ვიდეო)

გთავაზობთ ქუჩის ფეხბურთის, ფუტსალისა და ფრისტაილის საუკეთესო ტრიუკების ამსახველ ვიდეომასალას.

 

საქველმოქმედო მატჩი

26 დეკემბერს არენა 2-ის დარბაზში (ყოფილი ქარიშხალა) 14:00 საათზე, გაიმართება საქველმოქმედო მატჩი კახაბერ ახალაძის დასახმარებლად. მატჩის ორგანიზატორები არიან საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია და ფუტსალის ასოციაცია. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ალექსანდრე იაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, რატი ალექსიძე, რევაზ გოცირიძე, დავით მუჯირი; ასევე საქართველოს ფუტსალის ნაკრების სხვადასხვა თაობის გამორჩეული მოთამაშეები. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა გადაირიცხება კახაბერ ახალაძის სარეაბილიტაციოა სამკურნალო კურსისათვის. ახალაძეს ურთულესი დაავადება დაუდგინდა თალამუსის გლიობლასტომა G IV C72 მარცხენა ჰემიპარეზი. მას ესაჭიროება საკმაოდ ძვირადღირებული სარეაბილიტაციო პროცედურები. თი-ბი-სი ბანკში გახსნილია ანგარიში: TBCBGE22
GE90TB7008717365100011
ერთად დავეხმაროთ კახაბერ ახალაძეს!