ბოსნია-ჰერცოგოვინა მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ორი თავდამსხმელით იასპარეზებს

მსოფლიოს 2014 წლის დაწყებამდე ერთ თვეზე მეტი დარჩა, მაგრამ უკვე ცნობილია, თუ რომელი ფეხბურთელებით დაკომპლექტდება ბოსნია-ჰერცეგოვინის საფეხბურთო ნაკრები.

ერთ-ერთმა ბოსნიელმა ჟურნალისტმა ინტერნეტ-სივრცეში ნაკრების განაცხადი განათავსა. აღსანიშნავია, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის მთავარმა მწვრთნელმა საფეტ სუშიჩმა განაცხადში მხოლოდ ორი თავდამსხმელი შეიყვანა.

მეკარეები: ბეგოვიჩი, ფეიზიჩი, ავდუკიჩი.

მცველები: სპაჰიჩი, კოლაშინაცი, ზუკანოვიჩი, ბიჩაკჩიჩი, ვრანიეში, მუიჯა, შუნიჩი.

ნახევარმცველები: სალიჰოვიჩი, პიანიჩი, იბრიჩიჩი, მედუნიანინი, ლულიჩი, ჰაიროვიჩი, მასიმოვიჩი, მისკა, ბესიჩი, სუსიჩი, ვრშაევიჩი.

თავდამსხმელები: ჯეკო, იბისევიჩი.

შეგახსენებთ, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს, F ჯგუფში, დაპირისპირება არგენტინის, ირანისა და ნიგერიის ნაკრებებთან მოუწებს.