“რუბინის” მცველმა სოლომონ კვირკველიამ მის განვითარებაში ყაზანური კლუბის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა. ქართველმა ფეხბურთელმა მწვრთნელ ყურბან ბერდიევის ფაქტორსაც გაუსვა ხაზი.
“რუბინი დიდი გუნდია, რუსეთის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული. ამ კლუბში ბედნიერი ვარ. რასაც მივაღწიე, ყველაფერი სწორედ “რუბინის” დამსახურებაა. დიდი მადლობა ყოფილ მთავარ მწვრთნელ ყურბან ბერდიევს. მისგან მნიშვნელოვან დროს ნდობა ვიგრძენ. ბერდიევი ნამდვილი პროფესიონალია. ის ყოველთვის ფეხბურთზე ფიქრობს” – განაცხადა კვირკველიამ.