უილფრიდ ზაჰამ ინგლისის ნაკრები კოტ დივუარზე გაცვალა

“კრისტალ პალასის” შემტევმა ნახევარმცველმა უილფრიდ ზაჰამ მოქალაქეობა შეიცვალა. ფეხბურთელი ამიერიდან ისტორიული სამშობლოს ნაკრების ღირსებას დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ზაჰა კოტ დივუარში დაიბადა და ადრეულ წლებში ინგლისში გადასახლდა. იგი ინგლისის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა და ორი ამხანაგური მატჩი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც ჩაატარა. იქიდან გამომდინარე, რომ უილფრიდ ზაჰას ინგლისის მთავარ გუნდში ოფიციალური შეხვედრა ჩატარებული არ აქვს, მას ნაკრების გამოცვლის უფლება ჰქონდა.

მოსალოდნელია, რომ 24 წლის ფეხბურთელი აფრიკის ერთა თასის მოახლოებულ გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს.

ზაჰა: “ჩემი მიზანი “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებაა”

“მანჩესტერ იუნაიტედიდან” “კრისტალ პალასში” განათხოვრებული ვილფრიდ ზაჰა იმედოვებს, რომ ადრე თუ გვიან “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნდება.

“მინდა, რომ “კრისტალ პალასში” კარგად ვითამაშო და შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედში” დავბრუნდე. მე ალექს ფერგიუსონმა მიყიდა, თუმცა მას შემდეგ გუნდში მოსულ მწვრთნელებს ფეხბურთზე სხვა შეხედულებები აქვთ. ამიტომ, გარკვეული ხნით კლუბის დატოვება მომიხდა, თუმცა ჩემი მიზანი “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებაა”, – ციტირებს ზაჰას სიტყვებს Tuttomercatoweb-ი.

ვილფრიდ ზაჰას ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან ერთ შეხვედრაში გოლიც გაიტანა.

 

უილფრიდ ზაჰა განსხვავებული ფორმის მქონე საცვალს არეკლამებს (ფოტო)

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი უილფრიდ ზაჰა, რომელიც იჯარის წესით „კარდიფ სიტიში“ თამაშობს, კიდევ ერთხელ მოექცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში.

ექიმმა გვარად გილმორმა განსხვავებული ტიპის საცვალი შექმნა, რომელიც მისივე თქმით, საზარდულისთვის მისწრებაა. გილმორის მტკიცებით, საცვალი ინარჩუნებს სხეულის სითბოზე ოდნავ მაღალ ტემპერატურას, რაც დაზიანების რისკს ამცირებს.

უილფრიდ ზაჰა სწორედ აღნიშნული უცნაური ფორმის მქონე საცვლის სახე გახდა და მისი თანხლებით ფოტოსესიაც მოაწყო.