მანჩესტერის გამარჯვება, ვიდიჩის ბოლო მატჩი და გიგზის დამშვიდობება

გუშინ მანჩესტერში საკმაოდ ემოციური საღამო შედგა. “მანჩესტერ იუნაიტედმა” გადადებულ შეხვედრაში “ჰალ სიტის” უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3-1 დაამარცხა. ეს “იუნაიტედის” ბოლო საშინაო მატჩი იყო მიმიდნარე სეზონში, ამიტომ საფინალო სასტვენის შემდეგ “ოლდ ტრაფორდზე” შეკრებილ გულშემატკივრებს ნემანია ვიდიჩი დაემშვიდობა, რომელიც კარიერას “ინტერში” გააგრძელებს. თუმცა, მთავარი მაინც რაიან გიგზის გამოსამშვიდობებელი სიტყვა იყო. 40 წლის უელსელმა მოთამაშის კარიერა ოფიციალურად დაასრულა! რაიანმა გუშინდელი მატჩი მწვრთნელის რანგში დაიყო, თუმცა 70-ე წუთზე მოედანზე ლოურენსის ნაცვლად შევიდა და კარიერის უკანასკნელი 20 წუთი მანჩესტერელ პუბლიკას აჩუქა.

რაც შეეხება შეხვედრას, დებიუტი ჰქონდა 18 წლის ფორვარდს, ჯეიმს ენტონი უილსონს. გუშინდელი მატჩი სწორედ ამ ახალგაზრდა მოთამაშის ბენეფისად იქცა. უილსონმა დუბლის გაფორმება მოახერხა. სიმბოლურიც არის, რომ გიგზის წასვლის დღეს კლუბის ძირითადში ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშე გამოჩნდა, თანაც შედეგიანი დებიუტით.

“ჰალის” ფეხბურთელებმა ერთი გოლი გაქვითვა მოახერხეს, თუმცა საბოლოო სიტყვა რობინ ვან პერსინ თქვა და საფინალო ანგარიშიც დააფიქსირა.